LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიწაზე ვერ ისვენებს…ცოტა ვღელავ და წარმატებები უსურვეთ, P.S. ეს უკვე მისი მე-6 ეროვნული რეკორდი იქნება” – რა კადრებს აქვეყნებდა დაღუპული მფრინავის შვილი ტრაგედიამდე

988
BeFunky-collage - 2024-02-07T222423.590

სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპული მფრინავის ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კადრებს ოჯახის წევრი, ირენ უთურგაური აქვეყნებს, სადაც ჩანს როგორ ემზადება მფრინავი საჰაერო ბურთით საფრენად.

„მიწაზე ვერ ისვენებს…ცოტა ვღელავ და წარმატებები უსურვეთ, P.S. ეს უკვე მისი მე-6 ეროვნული რეკორდი იქნება”, – წერს ირენი.

ცნობისთვის, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია „იმედს“ და დაღუპულთა ოჯახებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები