LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგეშაშვილის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია, თუმცა, კონტროლს ექვემდებარება – ექიმი ქარცივაძე 

67

ღუდუშაურის კლინიკის სამედიცინო ცენტრის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ქარცივაძის, განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია, თუმცა, ამჟამად კონტროლს ექვემდებარება.

მისივე თქმით, პაციენტი ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში გამჭოლი ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

“გულმკერდის მარცხენა ნახევარში გამჭოლი ჭრილობა იყო. ჰემორაგიული შოკი, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია. ძირითადი ეტაპები დასრულებულია. შემდეგ მკურნალობა გაგრძელდება კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში. ჰემორაგიული შოკი და სუნთქვის უკმარისობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, თუმცა, ამ ეტაპისთვის მდგომარეობას ვაკონტროლებთ და მის მდგომარეობას შეიძლება, დაერქვას სტაბილურად მძიმე. ახლა ანესთეზიის ქვეშ იმყოფება,” – ამბობს ნიკოლოზ ქარცივაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები