LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰილარი კლინტონმა არჩევნებში მილიონით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე დონალდ ტრამპმა

92

ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე დონალდ ტრამპმა, ამის შესახებ Politico წერს.

კლინტონს ხმა 61,963,234-მა ადამიანმა მისცა, ტრამპს კი – 60,961,185-მა. ხმის დათვლის პროცედურა ჯერ არ დამთავრებულა კალიფორნიაში, იუტაში, ვაშინგტონსა და მიჩიგანში.

ეს აშშ-ს ისტორიაში მეხუთე შემთხვევაა, როდესაც წაგებულ კანდიდატს უფრო მეტი ხმა აქვს, ვიდრე მოგებულს. ბოლოს ასე 2000 წელს მოხდა, როდესაც ჯორჯ ბუშმა ელ გორს მოუგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები