LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონგკონგმა ქართულ თხილს კარი გაუღო

71

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანია “ნატექსი/ნატსჯი” პროდუქციას ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით კომპანიამ 2017 წელს საკვები და სასმელი პროდუქტების წამყვან გამოფენებზე დუბაიში („Gulfood 2017“), ტოკიოში (Foodex Japan 2017) და ჰონგ-კონგში („Hofex 2017“) მიიღო მონაწილეობა, სადაც წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად შეძლო კიდევ ერთი ახალი საექსპორტო ბაზრის მოიძიება.

ცნობისთვის, კომპანია “ნატექსი/ნატსჯი” ქართული თხილის ექსპორტიორი მსხვილი კომპანიაა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე. კომპანია რამდენიმე სახის თხილის პროდუქტს აწარმოებს გაუტეხავი თხილის, ნატურალური თხილის გულის, მოხალული თხილის გულის, დაქუცმაცებული თხილისა და თხილის ფქვილის სახით. ამას გარდა, მომხმარებლებს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ პროდუქტს, კერძოდ კი თხილის პასტას, სთავაზობს.

კომპანია „ნატსჯი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ-ის „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები