LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა: პროდუქცია გაძვირდა

37

საქართველოში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა. 2017 წლის იანვარში ჩვენს ქვეყანაში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 22,5 პროცენტით.

როგორც ”საქსტატში” განმარტავენ, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფმა 1,27 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
ფასები გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (22,4 პროცენტი), ხილისა და ყურძნის (8,9 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1 პროცენტი), ზეთისა და ცხიმის (3,1 პროცენტი), თევზეულის (2,8 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფზე: ფასები გაიზარდა 7,2 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,94 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები