LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა

128

იაპონიას ტაიფუნი ლამი დაატყდა თავს. უამინდობას უკვე მოჰყვა მსხვერპლიც.  Reuters-ის ცნობით დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 130-ს აღწევს.

ფუკუო კაში ადგილობრივი მცხოვრები სამშენებლო კონსტრუქციის დაცემის შედეგად დაიღუპა, ხონსიუს სამხრეთ-დასავლეთში ქალი დაიხრჩო, მისი მანქანა კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ წაიღო. გარდაიცვალა ერთი მეთევზეც.

იაპონიაში ტაიფუნის გამო 80 000 ა ადამიანმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო.

ამ დროისთვის სტიქია კუნძულ ჰონსიუს უახლოვდება. ქარის სიჩქარე საათში 162 კილომეტრს აღწევს.

სპეციალისტების თქმით, სტიქიის ზონაში ტოკიოც მოხვდება. ტაიფუნი ლანი მეორე კატეგორიად არის შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები