LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის ფინანსთა მინისტრი ჟურნალისტების სექსუალური შევიწროვების გამო გადადგა

76

იაპონიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ჯუნიჩი ფუკუდამ, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა სტატია ფუკუდას მიერ ჟურნალისტების სექსუალურ შევიწროებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაზეთი წერდა, რომ მინისტრის მოადგილე ჟურნალისტებს ავიწროებდა და მათ სასტუმროში წასვლას სთავაზობდა.

თავად ფუკუდა ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, თანამდებობა დატოვა იმიტომ, რომ სამინისტროს ირგვლივ სკანდალის განვითარება არ სურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები