LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იცურე მშვიდად“ – თბილისის ზღვაზე აქცია გაიმართა

102

კამპანიის „იცურე მშვიდად“ ფარგლებში, თბილისის ზღვაზე, ე.წ. კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ თბილისის მერიამ უზრუნველყოს ამ ადგილის ექსპერტული შეფასება და გაატაროს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი ღონისძიებები.

აქციის ორგანიზატორის, „დამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, კამპანიის ფარგლებში მოხდება ისეთი ადგილების იდენტიფიცირება, სადაც წყლის ობიექტებზე უბედური შემთხვევების ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება და ამავდროულად, ის და მისი მხარდამჭერები მოითხოვენ ამ პრობლემის ხელისუფლების მიერ გააზრებასა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.

„მოვითხოვთ საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და მოწესრიგებას, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, რომ საქართველომ უნდა მოაგვაროს და მოაწესრიგოს წყლის ობიექტებზე უსაფრთხოებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. მეორე მხრივ, ის კონკრეტული ადგილები, სადაც სახელმწიფოსთვის ცნობილია, რომ სიკვდილიანობა მეტია, კერძოდ, კონკრეტულად ამ ადგილზე, სადაც თბილისის ზღვას მდინარე იორი და არაგვი უერთდება, ადამიანები იხრჩობიან, სადაც გასულ წელს ჩემი შვილი დაიღუპა, სიკვდილის ზონებს ვეძახით. თბილისის მერიის მიერ ამ ადგილების შესწავლა და საშიშროების განსაზღვრა უნდა მოხდეს და შემდეგ შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს” თბილისის მერიის წინააღმდეგ თბილისის ზღვაზე მომხდარ ორ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სარჩელი უკვე შეტანილი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები