LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

201
თბილისის ზღვასთან ცხედარი იპოვეს

რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული შუა ხნის მამაკაცი ნაპოვნია. დღეს, სამძებრო სამუშაოების დროს, სამართალდამცველებმა,  თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ორმოში, გარდაცვლილი იპოვნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ”ფორტუნას” განუცხადეს, რომ ამ წუთებში, ცხედარი ამოყვანილია და გადაყვანილია ექსპერტიზაზე. გამოძიება, 155 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები