LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსტაგრამის ფოტოებს თქვენი დეპრესიის გამოვლენა შეუძლიათ

42

ადამიანები ინსტაგრამზე გამოქვეყნებული, სხვადასხვა ფილტრით გალამაზებული ფოტოებით ცდილობენ დაგვანახონ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

BBC -ის სტატიის მიხედვით, ფოტოსთვის შერჩეული ფილტრის მიხედვით, შესაძლებელია ადამიანის ემოციური მდგომარეობის დადგენა.

მაგალითად, ლურჯი, ნაცრისფერი და ზოგადად, მუქი ფერის ფილტრების ხშირი გამოყენება დეპრესიაზე მიანიშნებს.

“არავინ იცის, რა იმალება ლამაზი და ბედნიერი ფოტოების უკან. სოციალური ქსელები ერთვარი დაბრკოლებაა, სადაც ბევრ სიყალბეს ნახავთ”,- წერს ჟურნალისტი ჯესიკა ვინტერი.

ორი გერმანული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალური ქსელები ადამიანზე უარყოფითად აისახება, რადგან ხშირია “ბულინგის” შემთხვევები, რომელსაც ადამიანი სუიციდამდე მიყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები