LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომის პრობლემა აქვს

75

რეგიონებში ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომისა და სამუშაო ძალის კვალიფაკაციის პრობლემა აქვს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ 6 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა და ძირითად, მნიშვნელოვან მიმართულებეზე ისაუბრა.

ჩვენ გვაქვს 5 ძირითადი მიმართულება, რასაც მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია. პირველი, ესაა სასამართლო დავებთან, ვადებთან და სპეციალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობები. ასევე, ბიუროკრატიის ნაწილი, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ ორგანოების საშუალო რგოლში. მნიშვნელოვანია, რომ უფრო ეფექტური გახდეს ეს კომუნიკაცია. განსაკუთრებით, რეგიონებში არსებული შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ რეგიონებში ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომისა და სამუშაო ძალის კვალიფაკაციის პრობლემა აქვს. რეგიონებში განსაკუთრებით არის შეფერხებები საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობისას, როდესაც გარკვეული ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობდნენ ამ მიმართულებით ხელის შეშლას. ასევე გვგონია, რომ რეგულაციების ნაწილში საჭიროა სისტემატიზირება, რათა ბევრმა გაუაზრებელმა ინიციატივებმა არ შეუქმნას ბიზნესს აღნიშნულ რეგულაციებთან ადაპტირების პრობლემა. იანვარი-მაისის პერიოდში 600-ზე მეტი შეხვედრა გვაქვს ბიზნეს სექტორთან გამართული, გვაქვს 80-მდე რეკომენდაცია გაცემული და დაკმაყოფილების მაჩვენებელია 70%-ის ფარგლებში“, – განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ  მნიშვნელოვანია კომუნიკაცის გაძლიერება და უფრო მეტი პრობიზნესური გადაწყვეტილების მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები