LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ავსტრიის და სერბეთის კონკურენციის უწყებებთან მემორანდუმები გააფორმა

118
კონკუ

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით,  ავსტრიისა და სერბეთის კოლეგა უწყებებთან მემორანდუმები გააფორმა.

მემორანდუმებს ხელი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურმა დირექტორმა ნატალი ჰარსდორფ-ბორჩიმ და სერბეთის კონკურენციის დაცვის კომისიის საბჭოს წევრმა ჩედომირ რადოიჩიჩიმ მოაწერეს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო ევროპასთან ურთიერთობებს აძლიერებს, ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

2014 წლიდან დღემდე, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებასთან 24 საერთაშორისო მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები