LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის პრეზიდენტი ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ვაშინგტონი ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნდება

96

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ორი ქვეყნის ლიდერის შესაძლო შეხვედრის შესახებ ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უპასუხა. ირანის ლიდერი ჰასან როჰანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ვაშინგტონი ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნდება.

დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონს შეხვედრის შემთხვევაში წინაპირობები არ ექნება. თუმცა, დონალდ ტრამპი ეჭვობს, რომ თეირანი მსგავს ნაბიჯს გადადგამს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი შეხვედრის ინიციატივა თეირანის მხრიდან უნდა მოდიოდეს.

აშშ-ი ირანთან მიღწეული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან 8 მაისს გავიდა. მას შემდეგ ვაშინგტონმა თეირანის მიმართ ეკონომიკური სანქციები განაახლა. აშშ-ის ამ ნაბიჯს არ ემხრობიან შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები