LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა

90

გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის კაცი ქალაქ ტრიესტეს მაღაზიაში დააკავეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გამყიდველმა შენიშნა, რომ კაცი, რომელსაც თან ერთი წლის შვილი ჰყავდა, ბავშვის ტანსაცმელს იპარავდა. გამყიდველმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა კაცმა ეტლი დააგდო და გაქცევა სცადა.

კაცის შეჩერება ჯერ გამვლელებმა, შემდეგ კი პოლიციამ შეძლო. როგორც აღმოჩნდა, ბ.გ-მ 330 ევროს ღირებულების ტანსაცმელი მოიპარა, აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობილია, რომ კაცი პატიმრობაში დატოვეს, შვილი კი დედას, ასევე საქართველოს მოქალაქეს, დაუბრუნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები