LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილი მთავრობაში ბრუნდება და მოგვისმინოს” – “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულების აქცია

46

მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ გზაზე, “ავტოპარკთან” “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს. ისინი “ქართული ოცნების” ყრილობის დაწყებას ელოდებიან და ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად, გზაზე ექსპრემიერის და პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარეს არ გაატარებენ.

აქციის მონაწილეებს ივანიშვილთან შეხვედრა სურთ, თუმცა ამის იმედი არ აქვთ. ისინი ითხოვენ დახმარებას, რომელსაც უკვე ერთ წელზე მეტია ელოდებიან.

“ზარალის ანღაურება გვინდა. ამხელა შენობა გადაიწვა ძალით. ერთი წელი და სამი თვეა ამ ამბავზე დავრბივართ, სასამართლოც მიმდინარეობს თუმცა, ამის იმედი არ გვაქვს. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გვინდა, მთავრობაში მოდის ისევ და ვის უნდა მოუსმინოს თუ არა ხალხს. ჩვენი არ ესმის შორიდან და ახლოდან გვინდა რომ ვნახოთ, თუმცა არ გვიშვებენ დაცვის წევრები,” – განაცხადა “ფორტუნასთან” ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

დღეს, “მთაწმინდის პარკში” “ქართული ოცნების” ყრილობა გაიმართება. ამის გამო, პარკთან მისასვლელი გზა გადაკეტილია. მედიას და მთავრობის წარმომადგენლებს კი, სპეციალურად ამ დღისთვის გამოყოფილი სამარშუტო ტაქსები ემსახურება.

სამარშუტო ტაქსები, რომლებიც მედიასა და მთავრობის წევრებს ემსახურება

 

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია ავტოპარკთან
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები