LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილს სურდა, უსუფაშვილი “ქართული ოცნების” თავმდჯომარე გამხდარიყო

49

ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა დავით უსუფაშვილს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამხდარიყო, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი არაორდინარული ფიგურაა. მას ხშირად მოვლენების განვითარება ისე წარმოუდგენია, როგორზეც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის არჩევნების გზით შეცვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს მიზანი დაისახა და მიაღწია კიდეც.

დიახ, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გავმხდარიყავი, მაგრამ თავადვე მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ასე არ ხდება, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც, მაგალითად, “მერსედეს ბენცის” მენეჯერი რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, “ეფლის” დირექტორი გახდეს,”-  ამბობს უსუფაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები