LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი უწყებების შერწყმის შედეგად კადრების გამოთავისუფლებას არ გამორიცხავს

77

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპტიმიზაციის ფარგლებში ინფრასტრუქტურის დაზოგვა დიდად არ მოხდება. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურა არ გამოთავისუფლდება, რადგან ის ადამიანები, ვინც მუშაობდნენ და საქმიანობას ისევე გააგრძელებენ, უბრალოდ მათ დამქირავებელი ეყოლებათ სხვა.

როგორც, ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, უწყებების შერწყმის შედეგად, შესაძლოა გამოთავისუფლდეს ის რესურსი, რომელი სამსახურების დუბლირებაც მოხდება.

„სამინიტროში არის გარკვეული ფუნქციების განმახორციელებელი ერთეულები. როცა ფუნქციები გაერთიანდება ადმინისტრაციული, ფინანსური და ა.შ. მათი ხელმძღვანელების დუბლირება არ მოხდება. ერთ სამინისტროს ორი კადრების განყოფილების უფროსი არ სჭირდება. ორი მთავარი ეკონომისტი არ სჭირდება,“ – აღნიშნა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა ავტოპარკთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის 6 წლის განმავლობაში უწყებაში სამსახურეობრივი მოხმარებისთვის არცერთი ავტომობილი არ არის შეძენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები