LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსუღ ჩარკვიანი, როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე – ილია II

101

“ჯანსუღ ჩარკვიანი, როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე,” – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელიც ყოვლადწმინდა სამების ტაძარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯანსუღ ჩარკვიანის გამოსვენებამდე წაიკითხა.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ბატონი ჯანსუღის გარდაცვალების გამო. იგი როგორც ბერმუხა ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე. მართალია, მან რთული და მრავალფეროვანი გზა განვლო, რაც ქვეყნის ცხოვრების წესმაც განაპირობა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უფლის წინაშე წარსდგა, როგორც მონანული და დიდი პოეტი. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა „სავანესა მართალთასა“ დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ გარდაცვალება არის დასაწყისი ჭეშმარიტი სიცოცხლისა,“ – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები