LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი ილია II-ს შეხვდა და მას წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა

136
ღარიბა

დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია გააცნო და პროექტზე უწმინდესთან ერთად იმსჯელა.

„ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი.

მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები