LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი: მამუკა ონაშვილი მართლაც რომ შეუდარებლად დიდი იყო სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებითა და ნიჭიერებით

577
Untitled design (1)

კათოლიკოს-პატრიარქი მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს.

რა განაცხადეს მამუკა ონაშვილის დაკრძალვაზე მისულმა მისმა კოლეგებმა: „ვერ გააკეთებდა ვერაფერს ისეთს, რაც მის ღირსებას არ შეეფერებოდა…“

ილია მეორის სამძიმრის წერილს საპატრიარქო ავრცელებს. 

“ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, მარადისობას შეერთო და მათი წასვლით ამქვეყნიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა.

მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებით… მართლაც რომ, შეუდარებლად დიდი იყო.

ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე თვისი დაუმკვიდროს, ხოლო მამუკას ყველა გულშემატკივარს მისთვის ლოცვის ძალა და მის მსგავსად სიკეთის მსახურება შეაძლებინოს”, – წერია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

მომღერალი მამუკა ონაშვილი სიონის ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები