LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარასინი: რუსეთის და საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროები ავიამიმოსვლის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავენ

81

რუსეთისა და საქართველოს ტრასპორტის სამინისტროები ტურისტული სეზონის პიკის დროს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, სააგენტო „ტასს“ განუცხადა.

მხარეებისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი რეისებისა და პირობების შესახებ შეთანხმდნენ. ეს ყველაფერი პრაქტიკული ამოცანებია, რომელთა გადაწყვეტა, ჩვენი აზრით, სრულებით შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ ჩვენი სამინისტროები ამის შესახებ საკმაოდ მალე მოილაპარაკებენ“, – აღნიშნა კარასინმა.

ამასთან, კარასინმა ყურადრება გაამახვილა იმის შესახებ, რომ საქართველო სულ უფრო მეტ რუს ტურისტს იზიდავს.

„შედეგების შეჯამება ჯერ ნაადრევია, მაგრამ, მაგალითად, ჩვენი ტურისტების ერთი მესამედის სტუმრობა 2018 წელს, გასული წლის მაჩვენებელს გაუსწრებს“, – განაცხადა კარასინმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები