LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატრინ დენევს რუსეთში ცხოვრება სურს, თუმცა მოქალაქეობა – არა

105

ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი რუსეთში ცხოვრებას ისურვებდა, თუმცა რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთვის მზად არ არის, ამის შესახებ, გამოცემა ТАСС-ის ინფორმაციით, მოსკოვში საკუთარი შემოქმედებითი საღამოს დაწყებამდე თავად მსახიობმა განაცხადა.

წინა ვიზიტისას, როდესაც ჟურნალისტებმა დენევს ჰკითხეს, ისურვებდა თუ არა ჟერარ დეპარდიეს მსგავსად მიეღო რუსეთის მოქალაქეობა, მსახიობმა უპასუხა „არასოდეს“.

ამჯერადაც, ფრანგი კინოს ვარსკვლავმა რუსული მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მოქალაქეობის მიღებაზე საკუთარი მოსაზრება „არ გადაუფიქრებია“.

„ჟერარსაც არ გადაუფიქრებია. მე და მან ახლა დავასრულეთ კომედიაზე მუშაობა. ჟერარს ძალიან მოსწონს რუსეთი და განსაკუთრებით, რუსი ხალხი. მეც მიმაჩნია, რომ რუსი აუდიტორია ძალიან თბილია, ძალიან გულღია. თქვენ, როგორც იტალიელები, ყოველთვის გამოხატავთ ემოციებს, მხიარულები ხართ, ძალიან მომწონს,“ – აღნიშნა დენევმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში ტურისტად იცხოვრებდა რუსეთში და ფილმებშიც მიიღებდა მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები