მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავმა კეტი პერიმ ქართველი დების, ნინა და გვანცა მაჭარაშვილების მიერ შექმნილი ვერცხლისფერი ბრჭყვიალა კოსტიუმი მოირგო. ფოტოსა და ვიდეოს კონცერტიდან, სადაც პერის ქართული ბრენდის, Mach & Mach-ის მიერ შექმნილი სამოსი აცვია, თავად ბრენდის გვერდზე ნახავთ.
ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოცქსელში. ეს პოსტი ეკა ხოფერიამ გააზიარა და დაწერა, რომ დღეს ქართული ბრენდისთვის დიდი დღეა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსოფლიოში სახელგანთქმული სუპერვარსკვლავები ქართულ ბრენდს ირგებენ. აღარაფერს ვამბობთ დემნა გვასალიასა და დავით კომაზე, რომლებიც დიდი ხანია, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ქართული წარმოშობის დიზაინერები არიან. საუბარი გვაქვს იმ დიზაინერებზე, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, თუმცა მათი სამოსი უკვე ამერიკული შოუბიზნესის თვალსაჩინო ვარსკვლავების სხეულზე შეგვიძლია ვიხილოთ. მათ შორის არიან სწორედ მაჭარაშვილებიც.