LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხის ნაკადში ავტომანქანა შეიჭრა

46

სულ მცირე 28 ადამიანი დაშავდა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-ორლეანში – ავტომობილი დიდი სიჩქარით ხალხის ნაკადში შევარდა. ქალაქის ქუჩებში მარდი გრას დღესასწაულთან დაკავშირებით კოსტუმირებული სანახაობა მიმდინარეობდა.

ნიუ-ორლეანის პოლიციის წამომადგენლის თქმით, 21 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, მათგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია. 7-მა დაშავებულმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. პოლიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მას ძლიერი ალკოჰოლური ანდა ნარკოტიკული ნივთიერებების ინტოქსიკაცია აქვს. ტერაქტის ვერსია, ჯერ-ჯერობით, არ განიხილება.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მძღოლი საკუთარ მოქმედებებს სრულიად ვერ აკონტროლებდა.

მარდი გრას დღესასწაული დიდმარხვის დასაწყისში აღინიშნება. აშშ-ს ყველა ქალაქში გაზაფხულის მოახლოებას სხვადასხვა კოსტუმირებული მსვლელობით, სახალხო სეირნობით და სხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები