LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი სამხრეთ კორეაში – დაღუპულია 29 ადამიანი

40

სამხრეთ კორეაში ხანძარს სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი 8-სართულიან სპორტულ კომპლექსს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც შენობაში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. არიან დაშავებულები.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, ცეცხლი პირველად მიწისქვეშა ავტოსადგომზე გაჩნდა. დაღუპულთა უმრავლესობა კომპლექსის პირველ სართულზე მდებარე საუნის ტერიტორიაზე იმყოფებდა.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები