LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარია გორიჯვრის მთაზე – ცეცხლს მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან

31

ხანძარია გორში. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, გორიჯვრის მთის ფერდობზე  ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია.

ადგილზე უკვე იმყოფება რამდენიმე სახანძრო ბრიგადა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად დასახლებული პუნქტის სიახლოვისა, ქარის მიმართულების და ხანძრის მაშტაბიდან გამომდინარე, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ჯერჯერობით უცნობია დამწვარი ტერიტორიის ფართობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები