LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდაშელი ვასაძეზე: “ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ამ ამებას მოსწონდეს ის, რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო”

97

თინა ხიდაშელი ლევან ვასაძეზე სოციალურ ქსელში წერს და  ვასაძის შეფასებებს ეხმაურება.
”ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ამ “ფრონტალურ” გაუგებრობას ჰკითხეთ, მე რომ სამშობლოს ღალატს ჩავდიოდი, ეს იმ ოთახში რას აკეთებდა იმ დროს? რა როლში იყო? და მერე მე რომ ეს ვთქვი მან რაო? ამოიგმინა მაინც? და აი მეორე მხარეს რომ ზის და გმინვაშია გულთგონხართა? და პასუხი გაეციო და რა ვუპასუხო, რა? ან როგორ ვუპასუხო? ჩემი ორთავთვალით მაქვს ნანახი, ან ორთავყურით გაგონილი-თქო? ნუ ნერვიულობთ ჩემებო, ეს ფრონტალური პერიოდული შემოტევა-კბენებ-ღრიალი მხოლოდ მაფხიზლებს და მარწმუნებს, რომ ყველაფერი წესრიგშია. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ამ ამებას მოსწონდეს ის, რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო. წავედი ფრანგ კოლეგასთან! მეტი ნატო საქართველოში!”, – წერს თინათინ ხიდაშელი ”ფეისბუქის” გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები