LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, არ გამოვრიცხავ, ნაცვლად NATO-სი BRICS-ში გაერთიანებაზე გააკეთონ განაცხადი“ – თინა ხიდაშელი

155
თინა ხიდაშელი

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ნაცვლად NATO-სი BRICS-ში გაერთიანებაზე გააკეთონ განაცხადი“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ა/ო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დიდხანს დარჩა, ქვეყანამ NATO-ზე ფიქრი უნდა დაივიწყოს.

„სტრატეგიული განაცხადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ახლა, ამ გართულებული ვითარების ფონზე, რა თქმა უნდა, არის სერიოზული წინააღმდეგობრივი, ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, გამოწვევა გაგზავნილი დასავლელი პარტნიორებისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ნაცვლად NATO-სი BRICS-ში გაერთიანებაზე გააკეთონ განაცხადი.

ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ამ ერთ წელიწადში იმდენი რამის გაფუჭებას ვერ შეძლებენ, რომ მერე ეს გამოუსწრებადი არ იყოს.

თორემ ასე თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, უნდა დავივიწყოთ საერთოდ ფიქრი, განსაკუთრებით NATO-ზე და იმ ტიპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე, რაზეც ამდენი წლების, ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკური ელიტა და ქართული საზოგადოება იბრძოდა“. – განაცხადა „TV პირველთან“ საუბრისას თინა ხიდაშელმა.

„დღეს რომ გამართლების ძებნას იწყებ სტალინის ქართულ ეკლესიაში გამოჩენის, ეს ამბავი არ გაბრაზებს, უბრალოდ ბნელი ხარ – არც სამშობლო გაღელვებს და არც იმ უდანაშაულო მილიონების მსხვერპლი“ – თინა ხიდაშელი

ინფორმაციისთვის, BRICS ხუთი სახელმწიფოს: რუსეთის;  ჩინეთის; ინდოეთის; ბრაზილიიისა და სამხრეთ აფრიკის ალიანსია.

გაერთიანება საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს და შეერთებული შტატების, ასევე, მისი მოკავშირეების მკაფიო მოწინააღმდეგედ მიიჩნევა.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

ცნობისთვის, ჩინეთში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები