LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობელი ვარ, რომ გამოვიდა სცენაზე, ასეთ საახალწლო საჩუქარს ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა.. ახლა ოპოზიცია უნდა დაჯდეს საჭესთან, მანქანის მართვა დაიწყოს, ხოლო „ქართული ოცნება“ მდევრის როლში იყოს – თინა ხიდაშელი

162
Untitled design (1)

„ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთ საახალწლო საჩუქარს ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა,“ – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ყოფილი-პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

„არავინ ცხოვრობს იმ ილუზიაში, რომ ივანიშვილი საიდანღაც დაბრუნდა. ივანიშვილი მანამდეც „ქართული ოცნების“ მამოძრავებელი ღერძი იყო და ყველა პრინციპულ საკითხზე ის იღებდა გადაწყვეტილებას. ახლა საარჩევნო კამპანიაა და გადაწყვეტილების მიმღები პირის, პოლიტიკური უპასუხისმგებლობის პოზაში ყოფნა ძალიან სახიფათოა ამიტომ მადლობელი ვარ, რომ ის გამოვიდა სცენაზე.

წესდებაში განხორციელებული ცვლილებით, ყველა მთავარ გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს და ყველა ნონსენსზე ირაკლი კობახიძე ეყოლება ხელის ბიჭად. ის გაუკეთებს დანარჩენ საქმეებს. შესაბამისად, ივანიშვილია პასუხისმგებელი ყველაფერზე, რასაც მმართველი პარტია ჩაიდენს“,- აღნიშნა ხიდაშელმა.

მაჭარაშვილი: „პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკური ქველმოქმედების სახე აქვს“

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი იყო – მისი როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გარდა მმართველი გუნდის გარშემო მიმდინარე პროცესებისა, ხიდაშელმა ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა დაჯდეს საჭესთან და დაიწყოს მანქანის მართვა, ხოლო „ქართული ოცნება“ მდევრის როლში უნდა იყოს.

„დღეს ქართული ოპოზიციის სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს საშუალება საქმე ბოლომდე გააფუჭებინა. ოპოზიციამ ახალი ამბავი უნდა შექმნას. ჯერ კიდევ არის დრო, ცოტაა ძალიან, მაგრამ ჯერ კიდევ არის. ამ შემთხვევაში თავისთავად მოვა გამარჯვების განცდაც. როგორც კი გამარჯვების განცდა მოვა, გამარჯვება გარდაუვალია,“ – განაცხადა ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები