LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკური ქველმოქმედების სახე აქვს“

152
ing (1)

უმრავლესობის დეპუტატი, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება.

„ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებით ვაფასებ, ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი“ – რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში

როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას „პოლიტიკური ქველმოქმედების სახე აქვს“.

„ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა ხან საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ კლანჭებისგან დასაცავად უწევდა, ხან „ნაციონალური მოძრაობის“ სიზარმაცის გამო.

პოლიტიკაში მის დაბრუნებას პოლიტიკური ქველმოქმედების სახე აქვს.

ჩვენ კარგად ვიცით, პოლიტიკაში მოსვლა ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი არ ყოფილა. მან საკუთარ სიტყვაში ახსნა თუ რატომ გააკეთა ეს, სამწუხაროდ, როდესაც ოპოზიცია პოლიტიკურად ნადგურდება, ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. მიგვაჩნია, რომ 2024 წელს საზოგადოება ამ ყველაფერს დაალაგებს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი გამოწვევაა. 2024 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკაში დღის წესრიგის შეცვლასთან დაკავშირებით.

ამ შემთხვევაში მისი დახმარება მის მიერვე შექმნილი გუნდისთვის ძალიან კარგი იქნება. რა წარმატებითაც საქართველო 2024 წლისთვის წარდგა, კარგი იქნება ეს წარმატება მისი დახმარებით კიდევ უფრო განვითარდეს და ქვეყანა 2025 წლისთვის კიდევ უფრო მეტი განვითარებით შეხვდეს იმ მსოფლიოს, რომელიც გამოწვევებით სავსეა.

ახლა რეგიონში არის ორი უდიდესი ომი. ამავდროულად არის ეკონომიკური პრობლემები და ძალიან ბევრი დიდი სახელმწიფო საკუთარი გავლენების გადასანაწილებლად იბრძვის. ამიტომ ასეთ რთულ რეგიონალურ გეოპოლიტიკურ პირობებში საქართველო რომ გამოვიდეს მშვიდად და განვითარებულად, მათ შორის ამისთვის ჩვენს გუნდს ბიძინა ივანიშვილის კონსულტაციები სჭირდება“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი იყო – მისი როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

იმის გამო, რომ ოპოზიციამ კარგად არ იმუშავა, კაცი იძულებული გახდა პოლიტიკაში მოსულიყო: ირაკლი ქადაგიშვილი ბიძინა ივანიშვილზე

გია ვოლსკი: ივანიშვილი არის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, წერტილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები