LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო

44

კიევში საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები შევჩენკოს ბულვარიდან ევრომაიდნის მიმართლებით მსვლელობას გამართავენ. დღევანდელი მარში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით იმართება. საპროტესტო მსვლელონა მანამდე დაიგეგმა ვიდრე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კიევში სამართალდამცველები დააკავებდნენ. მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და მხარდამჭერები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.

 

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ის შიმშილობას წინასწარი მოთავსების იზოლატორში აგრძელებს . სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. სწორედ 11 დეკემბერს ეწურება გამოძიებას 72 საათიანი ვადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები