LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძე: სესხების დოლარიზაცია 9%-ით შემცირდა

34

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ქვეყნის საბანკო სექტორზე, ლარის გაუფასურებაზე და დოლარიზაციის შემცირებაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

გვენეტაძის თქმით, დოლარიზაციის შემცირების 10-პუნქტიანი პროგრამა სავალუტო ფონდთან შეთანხმებული იყო.

„ამ გრძელვადიანი პროექტის პირველი შედეგები უკვე გვაქვს. სესხების დოლარიზაცია 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2017 წელს მთლიანი სესხების 56 პროცენტს შეადგენს. კლება იპოთეკურ სესხებში 12 პროცენტს აღწევს. მცირდება დეპოზიტების დოლარიზაციაც“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს საბანკო სექტორი ახლა მდგრადი და გამჭვირვალეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები