LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კრემლის მიზანი ნათელია” – ბრიტანეთი რუსეთის აგრესიის შესახებ ვიდეოს ავრცელებს

83

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს აგრესიის ფაქტებია ჩამოთვლილი.

ფაქტებს შორისაა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ, საქართველოსადმი განხორციელებული სამხედრო აგრესია.

  • 2006 წლის ნოემბერი – ალექსანდრე ლიტვინენკო მოწამლეს.
  • 2008 წლის აგვისტო – რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უგულებელყო.
  • 2014 წლის მარტი – რუსეთმა ყირიმის ტერიტორიის ანქსია მოახდინა.
  • 2015 წლის მაისი – რუსეთის კიბერ-შეტევა გერმანიის პარლამენტზე.
  • 2015-2016 წელი – რუსეთმა დანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო დაჰაკა.
  • 2016 წლის ოქტომბერი – რუსეთის ჩარევა მონტენეგროს არჩევნებში.
  • 2017 წლის ივლისი – კიბერ-ჯაშუშური კამპანია უკრაინის მთავრობისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ.
  • 2018 წელი – რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები აგრძელებენ რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას.

“მიზანი ნათელია. კრემლის სურს, რომ საერთაშორისო კანონებზე დაფუძნებული სისტემა ჩამოშალოს”, – წერია ვიდეოს დასასრულს.

 

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთის სახელმწიფოებს შორის უმაღლეს დონეზე ყველანაირი წინასწარ დაგეგმილი კონტაქტი შეწყდა.

4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერში მოწამლული იპოვეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი. ასევე მოიწამლა ბრიტანეთის პოლიციის ოფიცერი, რომელიც მამა-შვილისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას ცდილობდა. ამჟამად ისინი საავადმყოფოში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ამ ქიმიურ შეტევაში რუსების ხელი ურევია, რადგან ის ქიმიური ნივთიერება, რომლითაც მოიწამლნენ იდენტიფიცირებულია, როგორც – რუსების მიერ დამზადებული ნერვული აგენტი “ნოვიჩოკი”. ამის გამო, ბრიტანეთის პრემიერმა მოსკოვს მისცა ორდღიანი ვადა ყველანაირი ახსნა-განმარტებისთვის, თუმცა რუსეთის მხრიდან არანაირი ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა. სწორედ ამიტომ, ტერეზა მეიმ 14 მარტს წარმოადგინა იმ სანქციათა სია, რომელსაც ბრიტანეთი მოსკოვს დააკისრებს და განაცხადა, რომ ეს იქნება მკაფიო გზავნილი, რომელმაც რუსეთი უნდა დააფიქროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები