LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუმურდოში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ჩავიდა

99

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ჩავიდა.ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა და  ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ აქ ქვაჯვარი არ დაიდგმება. მოიძებნება სპეციალური ადგილი, სადაც შეძლებენ ჯვრის დადგმას. ჩვენ ვრჩებით აქ და ვაკვირდებით სარესტავრაციო სამუშაოებს”,- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელიც ამ წუთებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. 

შეგახსენებთ, ეკლესიის ეზოში ადგილობრივმა ეთნოკურმა სომეხმა მოსახლეობამ წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა გადაწყვიტა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა,მოგვიანებით, სოფელში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა . გიორგი მღებრიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, ეკლესიის ტეროტორიაზე ჯვრების დადგმის საკითხს  სასულიერო პირები შეისწავლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები