LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ საწირეს განვითარების პროექტს სტუდენტები მოამზადებენ

103

კურორტ საწირეს ბიზნეს გეგმის მომზადება და საინვესტიციო პაკეტების შემუშავება-  ამ მიზნით ბიზნეს სკოლა ESM-ის სტუდენტები კურორტ საწირეს ესტუმრნენ და  განვითარების პროექტზე დაიწყეს მუშაობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა  და საწირეს განვითარების ფონდის  ორგანიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტზე სუდენტებისთვის გაცნობითი ტური მოეწყო. ბიზნეს სკოლის 25 სტუდენტი კურორტის ტურისტულ პოტენციალს  გაეცნო, რის შემდეგაც ისინი ბიზნეს გეგმის მომზადებასა და საინვესტიციო პაკეტების შემუშავებას შეუდგებიან.

ტყიბულის წყალსაცავთან ახლოს, ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარე გამაჯანსაღებელ კურორტზე ამჟამად კოტეჯებისა და გესტ-ჰაუსების მშენებლობა-რეკონსტრუქცია საწირეს განვითარების ფონდის  ეგიდით მიმდინარეობს.

აქვე, იგეგმება ველობილიკების, სპორტული კოპლექსების და სასტუმროს მშენებლობა.

გამაჯანსარებელი კურორტი გამოირჩევა უნიკალური ჰავით, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში სასუნთქი და გულსისხლძარღვთა დაავადების მქონდე ადამიანების სამკურნალოდ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები