LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტალახაძემ 550-კაციანი ქორწილი გადაიხადა (ფოტოები)

823

ყველაზე ძლიერი ქართველი მამაკაცი, ძალოსანი, მსოფლიო რეკორდსმენი, საუკეთესო ქართველი სპორტსმენი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების ორდენის კავალერი – ლაშა ტალახაძე დაქორწინდა. მისი რჩეულია ანი დემურია.

წყვილმა ქორწილი 22 ივლისს, რესტორან „ჰილსაიდში“ გადაიხადა. რასაკვირველია, ლაშას ბედნიერება უამრავმა ცნობილმა ქართველა სპორტსმენმა გაიზიარა, მათ შორის იყო თბილისის მერი, კახი კალაძე, ასევე მანუჩარ კვირკველია, ლაშა შავდათუაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რამაზ ნოზაძ, რომან რურუა, ზურა იაკობიშვილი, კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე. ქორწილში ასევე იყო თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანიაც. სულ ლაშასა და ანის ქორწილს 550 ადამიანი დაესწრო.

ნეფე-პატარძალს სიმღერები მიუძღვნეს „ქართულმა ხმებმა“, ლაშა ღლონტმა, გიორგი სუხიტაშვილმა, რეპერმა ზაზა ნოზაძემ, რომელიც ლაშას ნათლია გახლავთ და ჯგუფმა „ნიუტონმა“.  მუსიკალური მხარის მოგვარებაზე ივენთმეიქერმა მაცაცო კევლიშვილმა იზრუნა.

მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა და ტორტის გაჭრითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები