LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბოძაშვილი – მსოფლიოში რთული სიტუაციაა, ეს არ არის ის ვითარება, რომელიც საქართველოს გვერდს აუვლის

88

რთული სიტუაციაა, ეს არ არის ის ვითარება, რომელიც საქართველოს გვერდს აუვლის, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა სირიასთან მიმართებით არსებული საკითხის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ძალიან მობილიზებული და ყურადღებით დააკვირდეს პროცესებს, რადგან ის ფაზა, რომელშიც მსოფლიოა შესული, ცივი ომის პერიოდზე მეტად არის გაუარესებული.

„ფაქტია, რომ სირიასთან მიმართებით ამ დონეზე პრობლემის ესკალაცია არ მომხდარა. ეს შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მაღალი დონის კონფლიქტსაშიშ სიტუაციად. ვგულისხმობ გლობალურ კონფლიქტს. საქართველო უნდა იყოს ძალიან მობილიზებული და ყურადღებით დააკვირდეს ამ პროცესებს, რადგან ის ფაზა, რომელშიც მსოფლიოა შესული, არის უფრო მეტად გაუარესებული, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე იყო ცივი ომის პირობებში“, – აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები