LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აღარ გაიხსნება – დავით ოქიტაშვილი

202

ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აღარ გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა “კვირის პალიტრასთან“ განაცხადა. მისი თქმით,მსახიობის ვარსკვლავი არ იხსნება, მაგრამ ლიკა ქავჟარძის ხეივანი გაკეთდება.

“ლიკა ნამდვილად იმსახურებდა ვარსკვლავს, როგორც ნიჭიერი მსახიობი და ქართველი ქალის სილამაზის სიმბოლო. უფრო ადრეც ვუთხარი, მაგრამ უარი თქვა, კარგად არ ვარ და გთხოვთ, გადავდოთო. შემდეგ სიურპრიზი მოვუწყვე და პირდაპირ ეთერში იმიტომ ვუთხარი, რომ უარი ვერ ეთქვა. დეკემბერში გვქონდა დაგეგმილი ვარსკვლავის გახსნა, უკვე ყველაფერს ვგეგმავდით, მაგრამ… ლიკას გარდაცვალებით იმდენად ვარ შეძრული, სიტყვებით ვერ გადმოვცემ! სამწუხაროდ, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება, მაგრამ ხეივანს ვაკეთებთ, სადაც ლიკა ქავჟარაძის სახელი და გვარი საპატიო ადგილს დაიკავებს”

11 ოქტომბერს, ცნობილი ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები