LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები წერენ – „ვაიმე, გვეღირსა“.. 5 წელია გრძელდება, გადავიღეთ ფოტო და პირდაპირ დავაწერე, უკვე იძულებული იყო“ – რატომ ვერ ითანხმებდნენ ნატო გელაშვილს ვარსკვლავის გახსნაზე

418
Untitled design

35-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კომპოზიტორს, ტექსტების ავტორს და მომღერალს, ნატო გელაშვილს 28 ოქტომბერს ვარსკვლავს გაუხსნიან.

„35 წელი სცენაზე“ – 28 ოქტომბერს ნატო გელაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

მოვლენის აღსანიშნავად, ფილარმონიაში კონცერტი „სტუმრად ნატოსთან“ გაიმართება.

როგორ და რამდენი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ აღნიშნული მოვლენისთვის და როგორ დაითანხმეს თავად კომპოზიტორი ვარსკვლავის გახსნაზე, საზოგადოებას უყვება კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი, რომელიც ნატო გელაშვილთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენს ოჯახს“ სტუმრობდა.

„ეს 5 წელია გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ჩემთან იყო სტუმრად მოსული და თქვა, მოდი, ვარსკვლავის გახსნა იანვარში, თებერვალში გადავდოთ, აპრილს მივუძღვნათო. მსმენელს, საზოგადოებას, 5 წელია ვერ ვაჯერებ, რომ იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, უბრალოდ ვერ აბამს თავს, ტელევიზიებში სიარული არ უყვარს.. გადავიღეთ ფოტო და პირდაპირ დავაწერე: „გვეღირსა, 28 ოქტომბერს“ და უკვე იძულებული იყო, ეს სქემა ავაწყვეთ..

მე ძალიან ბევრი ვარსკვლავი გამიხსნია, მაგრამ ასეთი სიყვარული, რასაც ნატოს მიმართ ვგრძნობთ, არ ვიცი.. ეს არის ბედნიერება, ვარსკვლავს ხსნის საზოგადოება – ის ხალხი, ვინც შენ გაგხადა პოპულარული, ხალხი ასე წერს – ვაიმე, გვეღირსა?“, – თქვა დათო ოქიტაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები