LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბეისბოლის ჯოხით იყო ნაცემი, თავის ქალა იმდენად იყო დაზიანებული, რომ თურქეთმა და გერმანიამ არ მიიღეს” – დავით ოქიტაშვილი გარდაცვლილ ლექტორზე

422
Untitled design (17)

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ გელაშვილი ერთთვიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცი მწყემსებმა გარდაბნის ტყეში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა ისაუბრა.

„ბეისბოლის ჯოხით იყო ნაცემი, თავის ქალა იმდენად იყო დაზიანებული რომ თურქეთმა, გერმანიამ და სხვა კლინიკებმა სადაც გადაგზავნილი იყო ანამნეზი, უარი თქვეს მიღებაზე“,- ამბობს ოქიტაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები