LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუდის კარვები და ბავარიული კერძები თბილისში

78

ლუდის კარვები და ბავარიული კერძები თბილისში- საქართველოში „გერმანული ბიზნეს საზოგადოების ოქტობერფესტი“ გაიმართება. ტრადიციული ბავარიული ოქტობერფესტის პარალელურად, რომელიც ქალაქ მიუნხენში იმართება,  გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) თბილისში ორგანიზებას უწევს ”გერმანული ბიზნეს საზოგადოების ოქტობერფესტს” ,  მხოლოდ ერთი დღით.

ღონისძიებას ტრადიციული ლუდის კარვებით, ბავარიული კერძებითა და ცოცხალი მუსიკით -პირველად ექნება საქართველოში სახალხო ფესტივალის ხასიათი.

”გერმანული ბიზნეს საზოგადოების ოქტობერფესტის” სტუმრებს ღონისძიების ადგილზე ტრადიციული ბავარიული კერძებისა და ლუდის გარდა, ელით სპორტული და სახალისო აქტივობები, საბავშვო გასართობი პროგრამა, გათამაშებები და პრიზები.

ფესტივალი მთაწმინდის პარკში, 17 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება 13:00 საათიდან დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიებას ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და თბილისის მერის მოადგილე. ფესტივალის ოქროს სპონსორია – Hipp . ვერცხლის სპონსორები არიან -ლუდსახარში „ზედაზენი“, Lufthansa, Knauf, Messe Frankfurt Exhibition GmbH და Happy Company.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები