LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის ”რეალმა” 357 გულშემატკივარს აბონემენტები ჩამოართვა

94

”სამეფო კლუბის” პრესსამსახურის ინფორმაციით, მადრიდის ”რეალმა” სეზონის აბონემენტი 357 გულშემატკივარს ჩამოართვა, ამის მიზეზად კი მათ მიერ აბონემენტების სხვა პირებისათვის მიყიდვა გახდა,რაც სასტიკად აკრძალულია.

ჯერ კიდევ კვირას გამართულ ”ელ კლასიკომდე” მადრიდულმა კლუბმა 1450 გულშემატკივრის საქმე გახსნა, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ უკანონო ქმედებების ჩადენაში.

”კლასიკოს” დასრულების შემდეგ ”რეალის” წარმომადგენლებმა სამართალდამცავებთან ერთად 357 გადამყიდველი გამოავლინეს და მათ სეზონური აბონემენტები ჩამოართვეს. შესაძლოა კლუბის სადისციპლინო კომიტეტმა გამოიყენოს თავისი უფლება და  დამრღვევებს ფანკლუბის წევრობა შეუწყვიტოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები