მაია ასათიანის მეორე სიცოცხლე – „სახლში, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, გაჩერება ძალიან გამიჭირდა…“

პოპულარული

მაია ასათიანის მეორე სიცოცხლე – „სახლში, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, გაჩერება ძალიან გამიჭირდა…“

მაია ასათიანს „რუსთავი 2“-ში ვესტუმრეთ, იქ მცირე ხნის წინ თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და ეკრანსაც, საიდანაც ყოველ კვირა ესალმება მაყურებელს. ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეწამყვანმა მაყურებელი არ მიატოვა და არც მაყურებელს მიუტოვებია ის… იყო პაუზა წინა წელს, რა თქმა უნდა და იყო მცირე, ორკვირიანი პაუზა ახლაც, თებერვალში, როცა მაიას, ნუცას გარდაცვალების წლისთავზე, ისევ მოუხდა მოგონებებთან შეჭიდება…

როგორც თავად ამბობს, ნუცას იმქვეყნად წასლის შემდეგ მეორედ დაიბადა და ცხოვრებას თავიდან სწავლობს. გაყიდა ბინა, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობდა და ახლა ნაქირავებ სახლში ახალი ბინის რემონტს ელოდება, ცხენზე ჯირითს სწავლობს და ცურავს მაშინ, როცა „პროფილთან“ დაკავშირებულ საქმეებს არ აგვარებს ტელევიზიაში. აქ მას მეორე ოჯახი ელოდება, მეგობრები, რომლებმაც უახლოეს ადამიანებთან ერთად, პირადი ტრაგედია გადაატანინეს.

მაიასთან ინტერვიუ fortuna.ge-მ ქსკლუზიურად ჩაწერა.

ბანალური, მაგრამ ამ შემთხვევაში, აქტუალური კითხვით დავიწყებ შენთან საუბარს – ახლა როგორ ხარ?

მაია ასათიანი:

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაყურებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა და დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით. დღის განმავლობაში მომდიოდა უამრავი წერილი სრულიად უცნობი ადამიანებისგან.

23 თებერვალს, ნუცას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ, მაგრად ვიდგე და ჩემი ჭირი არ გამოვიტანო გარეთ, ზოგადად, კომპლექსი გამიჩნდა… არ მინდა, ადამიანებისთვის ჩემი მწუხარება გადამდები იყოს, ამიტომ ვცდილობ, მყარად ვიდგე და ვიყო პოზიტიური.

როდესაც წლისთავი მოახლოვდა, ამ დღეების თავიდან გადატანა რთული აღმოჩნდა. მქონდა განცდა, რომ ყოველი წამი, როცა ნუცა მიდიოდა, დამიბრუნდა… შემექმნა მცირე ჯანმრთელობის მცირე პრობლემაც, ეს ტრავმა უკვალოდ არსად მიდის, გულზე მქონდა პრობლემა, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ცოტა ხანს პაუზა ამეღო. ეს ერთკვირიანი მონაკვეთი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემი შვილი მარტოს მეგლოვა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გაიგო ჩემი მწუხარება და მადლობა მათ, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და ჩემი ამ ცხოვრებაში დაბრუნებაც. რეალურად, ჩემი სიმყარე ამ ადამიანების დამსახურებაც არის, ეს არ გახლავთ ლიტონი და მოგონილი სიტყვები. ძალიან მამხნევებდა იმ დედების მაგალითები, რომლებსაც ჩემი მსგავსი ამბავი აქვთ. ბევრი გავიცანი ჩემი ტრაგედიის შემდეგ და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. მეუბნებოდნენ, რომ პირველი წელი იქნებოდა ყველაზე რთული, შემდეგ კი ყველაფერი მეორედ იქნებოდა და მართლაც ასეა…

ის, რომ საქმეს მალე დავუბრუნდი, ამანაც გადამრჩინა.

როგორ ვარ სულიერად? ამ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა. როგორ შეიძლება, სრულყოფილად კარგად იყოს შვილმკვდარი ქალი?!. თუმცა ფიზიკურად კარგად ვარ, ვმუშაობ მეორე პროექტზე, რომელიც მალე გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ქალებისთვის განკუთვნილი გასართობი გადაცემაა…

ძალიან კარგი სამეგობრო წრე გყავს სამსახურში, რომლებთან ერთადაც მუშაობ. კარგად გახსოვს, რთულ პერიოდში ვინ იყო შენ გვერდით და ვინ არ იყო?

ცხოვრება ძალიან რთულია. ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რამდენად სამართლიანია სამყარო. ბევრი ცუდი რამ ხდება, ბევრი სიბინძურე. ჩემი პროფესია გულისხმობს იმასაც, რომ ხედავდე ძალიან მძიმე რაღაცებს, სიბინძურეს… ამ დღეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩემ გვერდით არიან, მაჩვენეს, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, როგორც ჩემი საყვარელი მწერალი ამბობს… მეც სიყვარულმა გადამარჩინა. გადამარჩინა დედამ, რომლის უსაზღვრო სიყვარულის გამო დავდექი ფეხზე და დავრჩი ცხოვრებაში, ჩემი დების თავგანწირვამ, რომელთაც არ უნდოდათ, თვალებჩამქრალი ვენახე და გადამარჩინეს მეგობრებმა. მაშინ, როცა უუნარო ვიყავი, ქმედითები იყვნენ ჩემი მეგობრები და აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ მე ცხოვრება გამხარებოდა. ხშირად ვსვამდი შეკითხვას, დადგება დღე, როცა გათენება გამიხარდება-მეთქი? ვერ ვიტყვი, რომ ახლა გათენება ისე მიხარია, როგორც წლების წინ, მაგრამ ჩემთვის თენდება და მე არ ვარ მარტო, ვარ სულ სიყვარულით გარემოცული, რაც დიდი ბედნიერებაა. ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, რომ გიპასუხოთ. ის, რომ ფეხზე ვდგავარ და უბედურების ასეთ დიდ ტალღას ვუმკლავდები, სიყვარულის დამსახურებაა, რომელიც მართლაც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ.

მკიცხავდნენ და მლანძღავდნენ, რაც ჩემთვის უცხო არ არის. რაც აქტიურად ვჩანვარ, მას მერე სულ იყო სიშავის ტალღა ჩემ მიმართ, მაგრამ სიყვარული, სითბო და ადამიანური ფასეულობები, არის ის, რაც მაძლებინებს და მყარად მაყენებს ფეხზე. ათასჯერ უფრო მეტია პოზიტიური და სითბოთი სავსე წერილი. აღმოვაჩინე, რომ დედამისი ზურგზე აღარ არსებობს თემა, რომელიც ტკივილს მომაყენებს, სიტყვა, რომელიც მატკენს, ქმედება, რომელიც მეტკინება, რადგან აღარ მტკივა და ვერ მეტკინება. რეალურად მოვკვდი და თავიდან დავიბადე. მე ვნახე, რა არის სიკვდილი… ერთხელ უკვე გარდავიცვალე და სიკვდილის აღარ მეშინია!..

ახლა ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. ვიცი, რომ მაქვს ეს ტვირთი და ის ცხოვრების ბოლომდე უნდა ვატარო. სიცოცხლის ბოლოც არ არის საშიში, რადგან იქ ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა მელოდება.

რთული და ძნელია, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ ასეთი ბედი მერგო.

ერთი დღით ცხოვრობ თუ გეგმავ ცხოვრებას?

ერთი დღით არ ვცხოვრობ, უბრალოდ, ვცდილობ, ის გათენდეს, დაღამდეს და არ ვიყო უფუნქციო. ჩემი სამსახურიც არ მაძლევს საშუალებას, რომ  უფუნქციო ვიყო და დეპრესიული… პატარა პრობლემების დროსაც არ შემეძლო და ახლაც არ შემიძლია. სულ მიკვირს იმ ადამიანებს, ვინც ლოგინში წევს და ცუდადაა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ტრაგედია შემემთხვა, რასაკვირველია, მქონდა რთული დღეებიც, მაგრამ არ მქონია შემთხვევა, როცა ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და არავისთან მინდოდა კონტაქტი. ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ პირველი, რაც გავაკეთე, გარეთ გამოვედი. თავზეც მეფარა შავი ნაჭერი, გავუგე ყველა სხვა თავშებურულ ქალს, სამყაროს ემალები, გინდა, პატარა და შეუმჩნეველი იყო… ის მოვიხსენი და 40 დღის შემდეგ, შავიც გავიხადე. სხვათა შორის, შავი ჩემთვის ერთგვარი უნიფორმა იყო, შავის გარდა ტანსაცმელი არ მქონია… მაქვს განცდა, რომ ჩემი შვილი მიყურებს და არ მინდა, მნახოს დაცემული, სევდიანი, მოუვლელი და სუსტი.  მინდა, ხედავდეს, რომ ღირსეულად გადამაქვს უმისობა. მინდა ვიყო ისეთი, როგორიც ნუცას ვუყვარდი, სულ ამბობდა, რომ მისთვის მაგალითი ვიყავი და ნუცას მაგალითი არ უნდა დაეცეს…

ნუცას სიკვდილი ჩემთვის ერთგვარი წყალგამყოფივით არის. ის სხვა ცხოვრებაა და ეს სხვა. ჩემმა ახალმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უნდოდა, დაცემული ვენახე. მახსოვს ადამიანები, რომლებიც გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა დავბრუნდი. ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ეგონა, რომ დავეცემოდი და ძალიან მითანაგრძნობდნენ ამ დაცემაში… აღმოვაჩინე, რომ უბედური და დავრდომილი შესაძლოა, უფრო მეტისთვის იყო სასურველი, ვიდრე ფეხზე მყარად მდგომი. დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი და სანამ მე ცოცხალი ვარ, სანამ არ მივსულვარ ჩემს შვილთან, არ მინდა, ვიყო დაცემული და ვინმემ თქვას, რომ ნუცას დედა დაეცა, არ დავეცემი…

გეგმებზე მკითხე და გეგმები სულ მაქვს. შარშან, ნუცას გარდაცვალების შემდეგ მთავარი გეგმა იყო, გადავრჩენილიყავი და დავრჩენილიყავი სიცოცხლეში… და ასეც მოხდა.  სახლში, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, გაჩერება ძალიან გამიჭირდა. შევიცვალე საცხოვრებელი და ახლა ვარ ნაქირავებ ბინაში. ავიღე კრედიტი და ვიყიდე ახალი ბინა. ახლა რემონტის ბოლო სტადიაში ვარ. თითქოს, ამით ჩემს ახალ სიცოცხლეს ვიწყებ. 40 წლის ასაკში დავიწყე ახალი ცხოვრება და პირველ ნაბიჯებს ვდგამ.

ვიცი, რომ მკითხავ პირადზე და ამაზე პასუხი არ მაქვს. პირადი ყოველთვის მქონდა, მაგრამ არასდროს მივიჩნევდი, რომ ამაზე ხმამაღლა უნდა მესაუბრა, რადგან პირადს ისედაც ვნებს, როცა წყვილში ცნობილი ქალია… არ მახსენდება პერიოდი, როცა მარტო ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა მამაკაცი, რომლის გვერდითაც თავს კარგად ვგრძნობდი.

ხშირად მისვამენ კითხვას, გავაჩენ თუ არა ბავშვს. ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს ამ შეკითხვის დროს, რადგან ეს პირადი და მტკივნეული თემაა. ამ ეტაპზე იმდენად ვარ ჩემი ტრაგედიით მოცული, რომ ამას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია. ამ ეტაპზე არ ვარ მზად დედობისთვის. არ უნდა გააჩინო შვილი იმიტომ, რომ ტრაგედია გაგიქარწყლდეს… გარდაცვლილი შვილის სახელზე არ უნდა გააჩინო შვილი, რომ შენს ცხოვრებას აზრი შესძინო. ერთმა ჩემმა მეგობარმა, ქეთი ლომსაძემ მითხრა, არ მყავს შვილი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვსო… აღმოვაჩინე, რომ შეიძლება, ცხოვრებას აზრი ჰქონდეს… ახლა შვილის გაჩენა ძალიან ეგოისტური ნაბიჯი  იქნებოდა ჩემი მხრიდან…

მაია, პროფესიული თვალსაზრისით გადაფასება არ მომხდარა ამ ყველაფრის შემდეგ? არ გიფიქრია, რომ დრო დადგა, რაღაც სხვა აკეთო?

არა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ამ სფეროში 15 წლიდან ვარ. არ ვიცი სხვანაირი ცხოვრება და არც ის ვიცი, სხვა რა უნდა ვაკეთო. როცა პარიზი-თბილისის რეისი დაეშვა თბილისის აეროპორტში და ჩამოვასვენე ჩემი შვილი, ტრაპიდან რომ ფეხი ჩამოვდგი, დავინახე ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემი სფეროდან რაიმე შეხება ჰქონდა ან არ ჰქონდა… მთელი ჩემი დიდი ოჯახი, სახელად ტელევიზია, გლოვობდა ჩემთან ერთად… მე, ალბათ, აქ შემერევა ჭაღარა, ოღონდ მაყურებელი გონებრივად დაბერებულს არ მნახავს. ესეც მაქვს გადაწყვეტილი, ჯერ კადრიდან წავალ და მერე, თუკი ვიცოცხლე ამდენი ხანი, ნელ-ნელა მოვიფიქრებ, როგორ წავიდე ტელევიზიიდან საერთოდ…

სიბერის ცოტა მეშინია, არ მინდა, მიუსაფარი მოხუცი ვიყო. ბევრ ადამიანს ვხედავ ახლა, ვისაც ჩემნაირი აქტიური ცხოვრება ჰქონდა და ახლა მოწყალებას ითხოვს. შვილი არ მყავს და ამიტომაც, ბოლო დროს მეფიქრება, რა იქნება სიბერისას, მაგრამ ვიცი, რა იქნება სიბერემდე – ტელევიზია!.. როცა არაქმედითუნარიანი ვიქნები, წავალ…

როცა ეკრანზე ბრუნდებოდი, ბევრს ეგონა, რომ მძიმე თემებს გააკეთებდი…

მაყურებელს გაუკვირდა, რომ მძიმე თემით კი დავიწყეთ, მაგრამ მერე აღარ გვქონია. მე მაქვს ტრაგედია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამ მილიონ ადამიანს ჩემი პირადი უბედურება თავს მოვახვიო. ისე ყოფნა უფრო იოლია, როცა შენს ემოციებს აძლევ გასაქანს, თავზე გაქვს წაკრული და პირველივე კითხვაზე იწყებ ვიშვიშს, რა ცუდად ხარ…

„პროფილი“ ყოველთვის მაყურებლის დაკვეთას ითვალისწინებს. ამ სეზონზე ოჯახურ ფასეულობებზე აქცენტის გაკეთება გადავწყვიტეთ. მაყურებელს მოენატრა ადამიანური სითბო და სიტკბო. „პროფილის“ თემები ხშირად იცვლება, უბრალოდ, სამმილიონიან ქვეყანაში ბაზარი არის ისეთი, როგორიც არის… ათი წელი გადაცემა სატელევიზიო ბაზარზე ვერ გაძლებს, თუკი მას არ ჰყავს დიდი მაყურებელი.

შარშან, როცა ნუცას სიკვდილის შემდეგ ეთერში დავბრუნდი, ორთვიანი პაუზა მქონდა… ჩემს თავს ვუთხარი, მიუხედავად ყველაფრისა, რაც დაგემართა, თუ შეძლებ, რომ ისევ პირველ ადგილზე გახვიდე-მეთქი… წლის რეიტინგს ვგულისხმობ. ჩემ თავს ეს მიზანი დავუსახე. მანამდე 9 წელი ყოველთვის ვიყავი პირველ ადგილზე წლის რეიტინგში. დეკემბრის ბოლოს, როცა რეიტინგი მოვიდა, ჩემ თავს ვუთხარი, ყოჩაღ-მეთქი, რადგან პირველზე გავედით და ეს ჩემთვის ნიშანი იყო…

ზოგადად, ჩემს თავს ვუსახავ ხოლმე ამოცანებს. ახლა დავისახე მიზანი, რომ დავიწყო ახალი ცხოვრება და გადავიდე ახალ სახლში.

შენი ყოველდღიურობა როგორია? ახლა ძალიან კარგ ფორმაში ხარ…

შეიძლება, ზოგმა თქვას, რომ მას შემდეგ, რაც დამემართა, არ უნდა მოვუარო თავს, მაგრამ ვფიქრობ, ვალდებული ვარ, თავს მოვუარო, რადგან მიყურებს უამრავი ადამიანი და ვარ ეკრანზე.

ვიკვებები ჯანსაღად, რაც დრომ გამომიმუშავა, დილას ყოველთვის ვსაუზმობ. ჩემი ტრაგედიის მერე, სამწუხაროდ, ხორცს ვეღარ ვჭამ, მხოლოდ ქათმის ხორცს, ისიც იშვიათად. უფრო მეტად შემიყვარდა ბოსტნეული, რძის პროდუქტები. ბევრად უკეთესად ვარ, როცა ასე ვიკვებები. თუკი ვინმეს მოსწონს, როგორ გამოვიყურები, ეს წყლის დამსახურებაცაა, რადგან აქტიურად ვსვამ. ასევე ყოველდღე ვცურავ კილომეტრს და გარდა ამისა, ცხენით ჯირითსაც ვსწავლობ, რაც ძალიან მინდოდა და ახლა მოვახერხე…

შარშან, მაისის მერე, დავუბრუნდი ამ რეჟიმს. ცურვა ისაა, რაც მაცოცხლებს და მასულდგმულებს, პროფესიულად ვცურავ. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, მივდივარ აუზზე და მერე ვბრუნდები სახლში.

მყავს ორი ძაღლი, ერთი ნუცას ჰასკი და მეორე პატარა მალტეზი. თუკი ძალიან დაღლილი არ ვარ, ჩემი დღის რეჟიმში შედის მათი გასეირნება, რაც ძალიან მსიამოვნებს.

მთელი ცხოვრება მქონდა სიგამხდრის პრობლემა. გენეტიკურადაც თხელი ვარ და მუშაობისას სულ მავიწყდებოდა ჭამა. დამჭირდა ვიტამინების დახმარება, რომ ცოტა მომემატა წონაში. უფრო კარგად ვგრძნობ თავს ცოტა მომატებული, ახლა ვცდილობ, არ დავიკლო ან არ მოვიმატო. მაყურებელიც მწერს, რომ ასეთ ფორმაში უფრო მოვწონვარ.

ხშირად მწერდნენ, თმა გაიზარდეო. დავუბრუნე ჩემი ბავშვობის ვარცხნილობა. ჩემთვის საძულველი ვარცხნილობა იყო გადაწეული თმით სიარული. მაყურებელმა მომწერა, რომ გადაწეული თმა ძალიან მიხდება და მადლობა მას, რადგან მეც მომწონს ჩემი თავი ამ ვარცხნილობით.

შენს სამოსზეც იყო საუბარი…

წლებია, მე და ავთანდილი ვმუშაობთ ერთად. გადაცემის სამოსს ვარჩევთ ისე, როგორც მაშინ, ნუცა რომ ცოცხალი იყო. ცოცხალი ვაკეთებ გადაცემას და ეკრანზეც ისე უნდა მეცვას, როგორც ცოცხალს. ძალიან ბევრი შავი კაბა მაქვს გარდერობში, მაგრამ, როგორც ავთო ხუმრობს ხოლმე, სულ მგონია, რომ შავი კაბა არ მაქვს. ახლაც პატარა შავ კაბას ვიკერავ გადაცემისთვის… შეგვაქვს ხოლმე მრავალფეროვნებაც. მახსოვს, მითქმა-მოთქმა ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ჩვენი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ უბედურებაში მყოფი ქალი მიცვალებულივით უნდა გამოიყურებოდეს. ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, 40 დღის შემდეგ გლოვა უნდა დამთავრდეს, რადგან თუკი სულის უკვდავების გვჯერა, მაშინ რაღას ვგლოვობთ? ზოგადად, სამოსი რომ გლოვის ნიშანი იყოს, მთელი ცხოვრება ეკრანზეც და მის გარეთაც შავი მეცვა და არაფერს ვგლოვობდი… ასე რომ, თუ გარეთ გაზაფხულია, იყოს გაზაფხული…

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

ექსკლუზივი /

|

3 აპრილი, 2018

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => maia-asatiani
                                    [1] => fortunas-fotosesia
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 229408
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => maia-asatiani
                                    [1] => fortunas-fotosesia
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 229408
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 102
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => maia-asatiani
                                    [1] => fortunas-fotosesia
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => maia-asatiani
                                    [1] => fortunas-fotosesia
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (229408) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (12121,102)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 266154
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-07-16 15:02:08
                    [post_date_gmt] => 2018-07-16 11:02:08
                    [post_content] => „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამის წამყვანი, მარიამ ვაშაძე გაბედნიერდა. მან ცხოვრება ვანიკო ბენიძეს დაუკავშირა, რომელთანაც ათწლიანი მეგობრობა აკავშირებდა. ამბობს, რომ ამდენხნიანმა მეგობრობამ სასიყვარულო ურთიერთობა მასთან უფრო გაუადვილა.

წყვილმა ჯვარი დაიწერა და თაფლობის თვის გასატარებლად მალდივებს მიაშურა. ისინი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად სახლში, რომელიც ვანიკომ თავისი გემოვნებით მოაწყო. სწორედ აქ გადაიხადეს მცირე წვეულება ჯვრისწერის აღსანიშნავად, დიდ ქორწილს კი შემოდგომაზე გეგმავენ.

მარიამ ვაშაძემ fortuna.ge--ს ექსკლუზიურად უამბო თავისი სიყვარულის ამბავი.

მარიამ, პირველ რიგში, გილოცავ გაბედნიერებას!.. 

მარიამ ვაშაძე: 

დიდი მადლობა (იღიმის). ჩემს მეუღლეს ათ წელზე მეტია, ვიცნობ. ვიყავით მეგობრები, თავიდან რაღაც იყო, მაგრამ მაშინ პატარები ვიყავით. ისეთი ბავშვი ვიყავი, დიდად არ მაინტერესებდა სასიყვარულო ურთიერთობები. ვანიკო მიხვდა, როგორიც ვიყავი და მოკლედ, დავმეგობრდით (იღიმის). ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, სწორედ მათგან გავიცანი ვანიკო და სულ ვხვდებოდით ერთმანეთს ხან ერთის, ხან მეორის დაბადების დღეზე. რომ გეკითხა ორივესთვის, ვიტყოდით, კი, მეგობრები ვართო. თან, ვანიკო აქ არ იყო წლების განმავლობაში, ხან პარიზში, ხან ნიუ იორკში სწავლობდა. რომ ჩამოდიოდა, წვეულებებს მართავდა და მეც მპატიჟებდა.

ათი წელი ასე გავიდა. წინა წელს ზაფხულში შევხვდით ერთმანეთს ჯაზფესტივალზე და იქ დაიწყო ყველაფერი. მეც მიკვირს. ყველას ვიწუნებდი, ხან იმას, ხან ამას, ჩემი მეგობრები ხუმრობდნენ, შენ ვინ უნდა მოგეწონოს და როდის უნდა გათხოვდეო. იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მეგობარს გავყვებოდი ცოლად. უფრო ალბათ ამხანაგს დავარქმევდი და არა ახლო მეგობარს, ყოველდღიური ურთიერთობა რომ გაქვს, მაგრამ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და ეს ძალიან დამეხმარა.



ერთმანეთის სასიყვარულო ამბები იცოდით?

მე დიდი სიყვარულის ამბები არ მქონია, ვანიკოსაც არ ჰქონია არაფერი სერიოზული.

ახლა როგორი გახდა ვანიკო, მეგობრისგან განსხვავებით?

სხვანაირი ვანიკო გავიცანი, მანაც სხვანაირი მარიამი გაიცნო. ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე, ის ვანიკო არ ხარ, ვისაც ვიცნობდი-მეთქი.

რამდენ ხანში დაქორწინდით?

შვიდ თვეში დავქორწინდით.

როგორ გთხოვა ხელი?

ურთიერთობა იმისკენ მიდიოდა, რომ ქორწინებით დასრულდებოდა. მე არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, რადგან ძალიან ვღელავდი. მთხოვა ხელი ვალენტინობას. კარგად იცის ვანიკომ, რომ სახალხოდ ხელის თხოვნა არ მომეწონებოდა. დიდხანს იფიქრა და ბოლოს ისეთ ადგილას მიმიყვანა, სადაც ბევრი ხალხი არ იყო. მომართვა თაიგული, ვალენტინობას გილოცავო. იქ ბარათი იდო, სადაც ეწერა, გამომყვები თუ არა ცოლადო. პირველი რეაქცია ის იყო, რომ სიცილი ამიტყდა... რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თაიგულშივე იდო ბეჭედიც...

[gallery columns="5" link="file" ids="266204,266200,266201,266202,266203"]

როგორ დაგეგმეთ ულამაზესი ქორწილი?

ეს იყო არა ქორწილი, არამედ ჯვრისწერის წვეულება, რომელიც ძალიან ვიწრო წრეში, მხოლოდ ჩვენი მეგობრებისთვის გადავიხადეთ. რადგან აპრილში გადავწყვიტეთ ჯვრისწერა და მერე საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრება, ვანიკოს არ უნდოდა, რომ ჯვრისწერის მერე პირდაპირ გავფრენილიყავით, ამიტომაც სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, რუფტოპ წვეულება დავგეგმეთ. საბოლოოდ, ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ ყველას ქორწილი ეგონა.  თან, თეთრი კაბაც მეცვა, არ მინდოდა, მაგრამ თაიგულიც ვისროლე (იცინის). მინდოდა, დიდი ქორწილისთვის შემომენახა... არადა, ვგეგმავთ დიდ ქორწილს, სადაც იქნება ნათესაობა, მეგობრები, ვინც არ იყო იქ. შემოდგომაზე გადავიხდით. ბევრი ვინერვიულეთ, რადგან ტერასაზე იყო, ტენტებიც დავდგით, რადგან წვიმდა, მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა.



მთელი სოციალური ქსელი სავსე იყო შენი ფოტოებით. ვინ იმუშავა შენს საქორწინო ლუქზე?

მაკიაჟი გამიკეთა თაკო შენგენმა, თმა გიორგი ელიაძემ, კაბა ეკუთვნოდა ქეთი ჩხიკვაძეს. მინდოდა სადა კაბა ყოფილიყო და ზუსტად ისეთი გამოვიდა ყველაფერი, როგორც მინდოდა. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო. ფოტოები რომ გავრცელდა, ყველა მეკითხებოდა, თმა, მაკიაჟი სად გაიკეთეო. ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა, ჭალომ გადამიღო...

თაფლობის თვის ფოტოებიც ვნახეთ...

მალდივებზე გავატარეთ თაფლობის თვე. ულამაზესი ადგილია. ფოტოები კი სპონტანურად გადავიღეთ. ორნი ვიყავით და ერთმანეთს ასეთ კარგ ფოტოებს ვერ გადავუღებდით, არც სელფი იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი, სასტუმრომ შემოგვთავაზა ფოტოგრაფი, რომელმაც ფანტასტიკური ფოტოსესია გადაგვიღო. ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ლამაზი ფოტოები დაგვრჩა. იქიდან დუბაიში გავემგზავრეთ, მალდივებზე კი ათი დღე გავატარეთ.



ერთმანეთის ოჯახის წევრებს, ალბათ, კარგად იცნობთ?

ვანიკოსთან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ძალიან მიყვარს მისი ოჯახის წევრები, ამანაც ძალიან იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე. არ გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება.

ვანიკოს დამ, ანიმ დაწერა, რომ მისმა ძმამ საუკეთესო არჩევანი გააკეთა... 

ძალიან მიყვარს ანი... ყველანი ბედნიერები ვართ ამ გადაწყვეტილებით, ჩემს ოჯახსაც ყოველთვის ძალიან მოსწონდა ვანიკო. ვანიკოს სულ ამაზე ვეხუმრებოდი, რა კარგია, ოჯახი რომ არ მყავს გასაცნობი-მეთქი. მაინც დაძაბული ხარ, როცა მშობლებს ხვდები (იღიმის).



მარტო ცხოვრობთ?

კი, ერთად გადავედით საცხოვრებლად. სახლი უკვე იყო მოწყობილი. ვანიკომ მოაწყო, რაღაცებს მეკითხებოდა ხოლმე, მანახებდა. ძირითადად, თავად იღებდა გადაწყვეტილებებს, დიზაინი მშობლებთან ერთად თავად მოფიქრა. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი (იღიმის).

ცოლ-ქმრობის ეტაპი როგორია?

საერთოდ არ გამჭირვებია, ძალიან მარტივად მიდის. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მხოლოდ ჩემს თავზე აღარ ვარ დამოკიდებული, მაგრამ ვანიკო ძალიან უპრობლემო ადამიანია, კარგად შევეგუეთ ერთმანეთს.

შენი აქტიური სამსახური მოსწონს?

არანაირი პრობლემა არ აქვს. ვერ გავყვებოდი ისეთ ადამიანს, რომელიც არ მიმიღებდა ისეთს, როგორიც ვარ. არ ავირჩევდი მას, ვისაც ჩემს პროფესიასთან პრობლემა ექნებოდა.

არც ეჭვიანია?

არა, მეც არ ვაძლევ საბაბს, ზომიერების ფარგლებშია ეჭვიანი. უაზროდ ეჭვიან ადამიანთან ვერ ვიცხოვრებდი, თორემ რაღაც დოზით ყველაშია ეჭვიანობა. მე ბუნებით ცოტა ვარ ეჭვიანი, მაგრამ ვანიკოც არ მაძლევს საბაბს, ჯერჯერობით (იცინის)...

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“ თბილისი



ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

[gallery
royalslider="1" ids="266179,266174,266177,266176,266178,266173,266175,266180,266181"]
                    [post_title] => მარიამ ვაშაძე ცოლად მეგობარს გაჰყვა - „ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ, შენ ვინ უნდა მოგეწონოსო...“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => mariam-vashadze-colad-megobars-gahyva-chemi-megobrebi-mekhumrebodnen-shen-vin-unda-mogewonoso
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-07-16 15:32:06
                    [post_modified_gmt] => 2018-07-16 11:32:06
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=266154
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 265052
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-07-12 16:30:59
                    [post_date_gmt] => 2018-07-12 12:30:59
                    [post_content] => სოფო ბედიას მარჯანიშვილზე „სტრადაში“ შევხვდით, სადაც სამი თვის ფეხმძიმე მომღერალმა სიამვონებით იპოზიორა ფოტოკამერის წინ. ის და მიშა მესხი ნანატრ შვილს ელოდებიან. მათ ბიჭი შეეძინებათ, რომლის სახელიც ჯერ არ მოუფიქრებიათ... სოფოს დედის და დედამთილის დახმარების იმედი აქვს, ძიძის აყვანას არ აპირებს, რადგან თავადაც ბევრი დროის გატარებას გეგმავს შვილთან.

სოფო ბედია: 

ათი წლის წინ გავაჩინე ნიკუშა. რა თქმა უნდა, მაშინ ბავშვი ვიყავი, 23 წლის. დედობა გასახარია მუდამ, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი, 33 წლის ვარ, ასაკად არ მიიჩნევა, მაგრამ ახლა პატარა აღარ ვარ. მეხუთე წელია, მე და მიშა ერთად ვართ. ხალხს ეგონა, რომ ბაშვისთვის არ მეცალა. რატომ არ აჩენო, ეს კითხვა იყო და ძალიან მოსაბეზრებლადაც მისვამდნენ. შეიძლება, მართლა არ გინდა... მაგრამ როცა ძალიან გსურს და მტკივნეულ ადგილას რომ გაჭერენ ფეხს. გვინდოდა ძალიან, მაგრამ არ მოხდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ცუდად დამთავრდა, ისედაც სტრესული და ტრავმული იყო ჩემთვის... ოჯახის წევრები გაგებით ეკიდებოდნენ, ძალიან შეგნებული ადამიანები გვყავს ყველა მხრიდან. ნაკლებად ახლობელი ადამიანები მეკითხებოდნენ. ყველაფერი ღმერთის ნებაა, როცა უფალმა მოინდომა, მაშინ მოგვცა ეს ბედნიერება. ღმერთს ვთხოვ, მშვიდად ჩაიაროს ყველაფერმა, როგორც ახლა ვარ. ორსულებს რომ ახასიათებთ, არც ტოქსიკოზი და არც სხვა რამ არ მაქვს. ერთადერთი, წონაში ვიმატებ და ეს არის სადარდებელი, მაგრამ ამასაც არ ვდარდობ. სულ მშია, მაგრამ ვცდილობ, კალორიულ საკვებსა და ცომს მოვერიდო. არადა, ბოლო წლებში სულ დიეტაზე ვარ და ცომზე ვამბობდი უარს, მაგრამ ორსულობისას ისევ მომინდა. ახლა უარი ვთქვი და სურვილის მიუხედავად, არ მივირთმევ. ვცდილობ, ბევრი არ ვჭამო...

ექიმთან შეათანხმე?

რა თქმა უნდა. ძალიან ჭკვიანი ორსული ვარ. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ორსულობას.

ნიკუშას გაუხარდა, ძმა რომ ეყოლება?

ნიკუშას ისე ვუყვარვარ, ჩემზე აფანატებს. თავიდან ალბათ ექნება მცირე ეჭვიანობა, მაგრამ მე ასეთი მიდგომა მაქვს - სულ ვეუბნები, რომ ის არის ჩემთვის პირველი და უნდა დამეხმაროს... სხვათა შორის, თავად უნდოდა ძმა. მე და მიშას გოგონა გვსურდა. არის ქალების კატეგორია, ვისაც უნდა, სულ ბიჭები გააჩინოს, მე არ ვარ ასეთი, ლოგიკურად მინდოდა გოგო, რადგან ბიჭი მყავს... თუ ღმერთის ნებით მოხდება, რა თქმა უნდა, გოგოსაც გავაჩენ. მიშას ხიბლავს კიკინებიანი გოგონები, ბავშვებსაც ძალიან უყვართ მიშა, ალბათ, ანიმაციურ გმირს ამსგავებენ (იღიმის). ბიჭი, რა თქმა უნდა, უხარია, გვარის გამგრძელებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის სქესს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან ნანატრი შვილია...



შენს კარიერას ბავშვი გამო ცოტა ხანს ხომ არ დააპაუზებ?

ნიკუშა რვა თვის იყო, როცა მე „ჯეოსტარში“ ვმონაწილეობდი. მახსოვს, როგორ ვწვალობდი, დავრბოდი, ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ძალიან ვიტანჯებოდი. მერე გასვლითი კონცერტები იყო და ბავშვს ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. დედაჩემი და ბებია მეხმარებოდნენ, მაგრამ ნიკუშა სულ მენატრებოდა. ახლა დედაჩემიც მომეხმარება და დედამთილიც, ის არაჩვეულებრივი ქალბატონია და ერთი სული აქვს, როდის მომეხმარება. მათთვისაც ნანატრი ბავშვია. გადავწყვიტე, რაც ნიკუშას მოვაკელი, მეორე შვილს უფრო მეტი დრო დავუთმო. ნიკას სულ ვაკლივარ, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვცხოვრობთ. სულ ჩემი უკმარისობა აქვს. ჩემი პროფესიის ადამიანებს აქვთ ეს პრობლემა. ზოგს ძიძა ეხმარება. მე ძიძა არ მჭირდება, რადგან ბებიაჩემი, 80 წლის ასაკშიც ძალიან კარგ ფორმაშია, მას და ნიკუშას ერთ ოთახში სძინავთ. მეორეზე ბევრი დამხმარება მეყოლება, მაგრამ ძირითად დროს მასთან მე გავატარებ.

ძიძის მომხრე ზოგადად არ ხარ?

არ ვუყურებ კარგად ამ ინსტიტუტს. ყველას არ ეხება, რადგან ზოგ შემთხვევაში ძიძები დედების მსგავსად უყვართ. კადრებს რომ ვუყურებ ხოლმე, ძიძები როგორ ექცევიან ბავშვებს, ურტყამენ და უბრახუნებენ, მინდა, წამებით მოვკლა. ჩემში დესპოტი ცოცხლდება. სულ მეშინია, როცა ჩემი მეგობრები ბავშვებს ძიძებს უტოვებენ. ღმერთმა არ დამაჭირვოს ძიძა.

დაიწყე ბავშვისთვის ნივთებისა და სამოსის შეძენა?

მალე ალბათ მოგვიწევს ყველაფერზე ზრუნვა. ბევრი რაღაცების შეძენა.

ათი წლის წინანდელი გამოცდილება ალბათ, დავიწყებული გაქვს... 

ათი წლის წინ სხვა რაღაცები იყო, ახლა სხვა კომფორტებია. ვკითხულობ სტატიებს და ვიძიებ ახალ ინფორმაციას. დეტალებში ვეცნობი ყველაფერს. ადრე ამის საშუალება არ იყო, უფრო მეტი ინტერესით ვარ.

ნიკუშას როგორ ზრდი და მისი ძამიკო როგორ გინდა, იყოს?

მინდა, ჩემი შვილები იყვნენ ზრდილობიანები, წესიერები და იცოდნენ მანდილოსანთან მოპყრობა. ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია, - ქალის პატივისცემა. იმავდროულად გააჩნდეთ საკუთარი პრინციპები. ტიპური ქართველი კაცი, ოღონდ არა „ყანწური“, კაი ტიპი, თავისი იუმორით - ასე წარმომიდგენია.



 

ნიკუშა თუ მღერის?

არა. შეიძლება მატყუებს. ხანდახან ვიჭერ, რომ მღერის ხოლმე, ხანდახან სულ სხვა პლანეტაზეა. მგონი, ჩემს პროფესიას მიპროტესტებს. ბევრ მომღერალს აქვს ეს გამოცდილება, როცა მათი შვილები ფიქრობენ, რომ პროფესიამ მათი თავი წაართვა. ბავშვი იბღვირება, როცა ვეუბნები, რომ კონცერტზე ან ჩაწერაზე ვარ წასასვლელი. ერთ რამეს ვიტყვი, ნიკას საოცარი სამსახიობო მონაცემები აქვს. აკეთებს გარდასახვებს, რუსულსა და ინგლისურს ფლობს შესანიშნავად, რუსულს ისე, რომ ხანდახან ქართულად ლაპარაკი უჭირს. უაქცენტოდ ისე საუბრობს, არაქართველი გეგონება. მიხარია, რომ ძალიან კარგად იცის ენები. ვერ გეტყვი, რომ მინდა, მსახიობი გამოვიდეს, რადგან მომღერლობასავით დაუფასებელი პროფესიაა. დღემდე ვდგავარ სტუდიაში და ვმუშაობ, სიახლეებს ვაკეთებ, ამის გარეშე პროფესიაში ვერ იქნები. სულ მინდა პრემიერა, ახალი სიმღერა, რომ ორსულობამ პაუზა არ გამოიწვიოს.

ჩავწერე ახალი ქალაქური ძალიან ლამაზი სიმღერა. ვემზადებოდი სოლოკონცერტისთვის ფილარმონიაში. რა თქმა უნდა, ამ თემამ ცოტა გადაიწია. მშვიდობით მოვიმშობიარებ, ჩავდგები ფორმაში და შემდეგი წლის შემოდგომას დავგეგმავ. გენიალური კომპოზიტორების მარგალიტებს შევასრულებ ჩემი ვერსიით. კი, იწერება დღეს კარგი სიმღერები, მაგრამ მაინც გამართლებაზეა და ძირითადად, უფრო ტაშიტუშის თემაა, პიარდება და იტაცებს მაყურებელი. ეს ჩემთვის არ არის სასიხარულო, თუმცა ვსინჯე, ჩავწერე და მოლოდინს გადააჭარბა გამოხმაურებამ (იღიმის). მე მაინც უფრო აკადემიური სტილის მომღერლად მივიჩნევი, თუმცა ყველაფერი უნდა გქონდეს და იმღერო დონეზე, ჩარჩოდან არ უნდა ამოვარდე. მოკლედ, კონცერტზე ვოცნებობდი, მომღერლისთვის ხომ ეს ყველაზე მთავარია. დროებით გადაიდო, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ის შედგეს.

მიშა ხომ არ შეიცვალა, რაც გაიგო, რომ ორსულად ხარ?

მიშა ყოველთვის მოსიყვარულე იყო, მაგრამ უკვე შემაწუხებლად იქცევა (იცინის). სულ უნდა, მუცელზე ხელი ედოს. სულ მეკითხება, როდის გაინძრევა ბავშვიო. სულ ყურს ადებს, კოცნის და ელაპარაკება. სხვანაირი რიტუალია, რაც ქალისთვის ძალიან სასიამოვნოა, გარდა იმისა, რომ შენ ატარებ იმ პატარა სიცოცხლეს, ის სიყვარულის ნაყოფია.



როგორც მივხვდი, კიდევ ფიქრობ ბავშვებზე...

რატომაც არა?!. თუ ყველაფერი მშვიდად იქნება, აუცილებლად ბუნებრივად გავაჩენ.

მიშა დაესწრება მშობიარობას?

არავითარ შემთხვევაში, არ არსებობს. ძალიან ემოციურია. მე რომ მისი დაკარგული ფერი დავინახო, მეც ცუდად გავხდები. ვფიქრობ, რომ არაესთეტიკურიცაა დატანჯული ცოლის ყურება. ზოგი კამერით რომ იღებს ხოლმე, ესეც არ შემიძლია. ერთ-ორ თამამ ადამიანს სამეგობრო წრიდან შევიყვან და დავასწრებ. დედას, რასაკვირველია, არ შევიყვან. მე თვითონაც არა ვარ პანიკიორი. უშიშარი ადამიანი ვარ. თან, მაქვს გამოცდილება. ასე რომ, არ მეშინია. გაუტკივარების გარეშე გავაჩინე, რთული იყო, მაგრამ არა უშავს, ესეც ხომ ჩვენი ხვედრია, ქალების. მეკითხებიან, რატომ იტანჯავ თავსო. ვფიქრობ, ქალი ხელახლა იბადება, ექიმებმაც ამიხსნეს, რომ ბუნებრივად მშობიარობა ძალიან კარგია. არსებობენ ქალები, რომელთაც ოღონდ არ ეტკინონ და იჭრიან თავს. მე არ მინდა საკეისროს გაკეთება, თუ აუცილებელი არ გახდა.

მოკლედ, ყველაფერს პოზიტიურად უყურებ...

ძალიან ვცდილობ ვაკონტროლო ემოციები, რომ არაფერზე მომეშალოს ნერვები, მიხაროდეს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მიყვარს, მინდა, ჩემმა ქმარმა მაცინოს, ვერ ვიტან მოწყენილობას და მოწყენილებს.

ახლა დასასვენებლად მივდივარ ქობულეთში, შოუში გადაღება მაქვს და მერე დავისვენებ ზღვაზე, ათი დღის შემდეგ კი სამეგრელოში ჩემს მშობლიურ სოფელს მივაშურებ. მიყვარს ბობოქარი ზაფხულები, ჩემი დასვენება ძირითადად, „ტუსივკები“ და ცეკვა-თამაშია სამეგობრო წრეში და არა წიგნის კითხვა და ზღვის ტალღების ცქერა, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამეტანი მშვიდი ზაფხული მელოდება. ასეც უნდა იყოს (იღიმის).

გადაღების ადგილი: „სტრადა“



ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

[gallery royalslider="1" link="file" ids="265120,265121,265122,265123,265124,265125,265126,265127,265128,265129,265130"]
                    [post_title] => სოფო ბედია: „ქმარს მშობიარობას არ დავასწრებ!..“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => sofo-bedia-qmars-mshobiarobas-ar-davaswreb
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-07-12 16:54:39
                    [post_modified_gmt] => 2018-07-12 12:54:39
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=265052
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 263779
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-07-09 17:27:40
                    [post_date_gmt] => 2018-07-09 13:27:40
                    [post_content] => მსახიობი თამრიკო დათუაშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ მერის როლში გამოჩნდა, რომელსაც კატოს მამა გაიცნობს და ძალიან მოეწონება. პოპულარულ სერიალში მონაწილეობაზე დათანხმება ქალბატონ თამარს ოჯახის წევრებმა ურჩიეს.

მაყურებელს ღია ფერის თმით ახსოვხართ და ვერ გიცნეს. როგორ მოხვდით „ჩემი ცოლის დაქალებში“?

თამრიკო დათუაშვილი:

ვარ ამ სერიალის დიდი ხნის მაყურებელი. დამირეკა კასტინგის ხელმძღვანელმა, ეკა მჟავანაძემ, რომელიც ამ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს და ზუსტი მიგნებები აქვს. დავთანხმდი, რადგან სერიალი მომწონს და თანაც, მითხრა, რომ როლს განვითარება ექნებოდა და არ იქნებოდა ერთჯერადი. შვილები, შვილიშვილები მეხვეწებოდნენ, არ გაბედო უარის თქმაო. ბევრჯერ მითქვამს შეთავაზებებზე უარი, რადგან მათთვის მიმექცია ყურადღება. შესაძლოა, არც იყო ასეთი საინტერესო შეთავაზება.

მეუღლემ, ზურა ცინცქილაძემ, რა გითხრათ?

არ არის საუბარი იმაზე, რომ ძალიან კმაყოფილი იყო ამ შეთავაზებით და წინააღმდეგი არ ყოფილა.

გადაღებების პირველი დღე გაიხსენეთ...

პირველი დღეც კარგი იყო და ასევე შესანიშნავად გრძელდება. კარგი ატმოსფეროა, არაჩვეულებრივი ჯგუფი მუშაობს, ჩემთვის ეს ძალიან მნიშნელოვანი იყო. ჩემს პარტნიორს, ნუზაგ ერგემლიძეს ვიცნობ დიდი ხანია, ვიცი, რომ სეზონის ბოლომდე იქნება ჩემი გმირი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი გზა.

როგორია თქვენი პერსონაჟი?

რა თქმა უნდა, ჩემგან ძალიან განსხვავებული. ის მოიტაცეს, უსიყვარულოდ გათხოვდა, შეიცოდებს კიდეც ნუგზარ ერგემლიძის პერსონაჟი, უი, ჩემო მტრედო, როგორ უსიყვარულოდ გიცხოვრიაო. მერე მამამ ვიღაცას მიათხოვა... ქალურია, უსიყვარულოდ მყოფი და სიამოვნებს კაცის ჯენტლმენობა, რაც ნაგვის ურნასთანაც კი იგრძნო. შემდეგ სერიებში უფრო მეტად იპრანჭება (იღიმის). სიარულის მანერაც კი ეცვლება. მეტს ვერაფერს გეტყვით.

თქვენი ოჯახის წევრებმა როგორ შეგიფასეს როლი?

ყველა შეთანხმდა თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ყველა მეუბნება, მოგვწონსო. დამაჯერებლად მატყუებენ (იღიმის).



რა გამოხმაურებები მოჰყვა?

ტელეფონი არ გაჩერებულა, ქუჩაშიც მაჩერებენ. ჩემს უფროს შვილს, თეას მამგსგავსებენ ამ ფერის თმით. გუშინ მაღაზიაში უთხრეს, თქვენ თამაშობთ ფილმშიო? მე სპეციალურად გადამიღებეს თმა „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“. წარმოგიდგენიათ, რა შოკში ვიყავი?!. ახალგაზრდობაში მუქი ფერის თმა მქონდა, სპექტაკლებში ასე ვთამაშობდი, შემდეგ ძალიან დიდხანს მქონდა ქერა და მოხდენილიც მქონდა. ღამე გვიან დამირეკეს, მეორე დღეს გადაღებაზე მუქი ფერის თმით უნდა მოხვიდეო. როგორც ჩანს, პერსონაჟის ხაზი შეეცვალათ და გარეგნული ცვლილებაც დასჭირდათ. მთელი ღამე არ მიძინია ნერვიულობისგან. გადაღების პასუხისმგებლობას დაემატა ის, რომ უნდა გამოვიყურებოდე განსხვავებულად. შევიღებე თუ არა, სალონშიც რომ ატყდა ამბავი, გიხდებაო, დავმშვიდდი.

მართლა ძალიან გიხდებათ მუქი ფერის თმა... 

დიდი მადლობა. მითხრეს, რომ ამ ფერის თმამ დამაპატარავა. მეც კმაყოფილი დავრჩი და ალბათ, აღარ გავიღიავებ. მთხოვეს თმის აწევა, რაც მასწავლეს, სწორად როგორ უნდა გამეკეთებინა. მთელი ცხოვრება გაშლილი თმით ვიარე. მოკლედ, „ჩემი ცოლის დაქალებმა“ ამაწევინა თმა, ვერავინ ამაწევინა, მათ გარდა (იცინის). ახლა ძალიან მომწონს...

თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, ბედნიერი ვიყავი, რომ დოდო ალექსიძის სტუდენტი გავხდი, გამიმართლა, არაჩვეულებრივ პიროვნებასთან მოვხვდი. ჩემი ერთი პორტრეტი მარჯანიშვილის მოედანზე ატელიესთან დიდხანს ეკიდა. მერე გია ფერაძემ და ჩემმა მეუღლემ ჩამოახსნევინეს, ხალხი უყურებსო... იმ ფოტოზე შეკრული თმა მქონდა. დოდო ალექსიძემ დამისვა წინ და მეუბნება, თმა გაიშალეო. გავიშალე და მეუბნება, ჯადოქარიო... ისე შემეშინდა, კინაღამ ავტრიალდი, უცბად ვერ მივხვდი... მარინა ვლადიო, რომ მითხრა, მივხვდი, ერთ-ერთ ფილმს გულისხმობდა... მას შემდეგ თმა რომ გავიშალე, აღარ შემიკრავს... გაშლილი თმა თეატრშიც ჩემი სავიზიტო ბარათი იყო.

სოციალურ ქსელში დიდხანს მსჯელობდნენ, რომელი მსახიობი თამაშობდა მერის როლს. ქერა თმაში ფოტო დადეს და შემდეგ ყველამ გიცნოთ... მანამდე თათული დოლიძეს გამსგავსებდნენ... 

ბევრი ლამაზი ქალის როლი მაქვს ნათამაშები. დიდი პაუზის შემდეგ გამოვჩნდი და არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, უი, საწყალი, როგორ გამოიყურებაო. ამიტომაც ვღელავდი თმის ფერის შეცვლასა და ვარცხნილობაზე. სოციალურ ქსელში მე არაფერი წამიკითხავს, მაგრამ ჩემი შვილებისგან ვიცი, რომ შემადარეს თათული დოლიძესაც და ლეილა ყიფიანსაც. ქერა თმაში არც ერთს არ ვგავარ, ისე მამსგავსებდნენ ხოლმე სულ... ერთ-ერთ ფილმში მიღებდნენ პატარაობისას, პატარა ლეილა ყიფიანის როლი უნდა შემესრულებინა. სამწუხაროდ, ის ფილმი არ გადაიღეს. ლეილა ყიფიანის ფოტო რომ მაჩვენეს, ვინ არისო, ვუპასუხე, მე-მეთქი...



სერიებს თქვენი მონაწილეობით უყურებთ?

ვუყურებ, მაგრამ არ მიყვარს საკუთარი თავის ყურება. ვუყურებ იმისთვის, რომ გავიგო, რა პლუსები და მინუსები მაქვს.

თქვენი შვილები თქვენს გზას არ გაჰყვნენ...

თეა, ჩემი უფროსი შვილი, თეატრშია გაზრდილი, ზოგჯერ იტყვის ხოლმე, ნეტავ, მეც ვყოფილიყავი მსახიობიო, მაგრამ არც თეა და არც ანი არ არიან ბუნებით მსახიობები. ანი სულ ამბობს ხოლმე, ვერც ერთ რეჟისორს ვერ დავუწყებ მოსმენასო (იცინის). შინაგანად ორივეს აქვს მსახიობის ნიჭი. ანიმ საინტერესო გზა აირჩია, მშრომელი და მიზანდასახულია. გაიმარჯვა და მოიპოვა დაფინანსება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე, მილანში ისწავლა, ტყუპები ჰყავდა და იქიდან ხელმძღვანელობდა მათ. ჩემმა უფროსმა შვილიშვილებმაც არ აირჩიეს ეს გზა. რეზი უკვე 23 წლისაა, უნდოდა მსახიობობა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. არ არის ადვილი პროფესია.

თქვენც არ გამოიარეთ ადვილი გზა...

ჩვენ თეატრში შევქმენით, კარგი ხელფასები გვქონდა და ძალიან კარგი როლები. ქალის ყველა მნიშვნელოვანი როლი შესრულებული მაქვს. მეორე ფეხმძიმობაზე ბოლო წუთამდე ვთამაშობდი. მოხდა ტრაგედია და ბავშვი სამშობიაროში გარდაიცვალა. ამ პროფესიას ახლავს მძიმე მომენტები. როცა ქალი ფეხმძიმედაა, საკუთარ თავს უნდა მიხედოს... ტრაგედიების გარეშე ცხოვრება არ არსებობს. თანადგომა, სიყვარული, ურთიერთგაგება და ოჯახი როცა არსებობს, ამისთვის ბევრ რამეს აკეთებ. მსახიობობას არ ვნანობ, მაგრამ სხვა პროფესია რომ ამერჩია, სიამოვნებით ვიქნებოდი ფსიქოლოგი. ზოდიაქოთი მორიელი ვარ და ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. სად უნდა დავჯდე, როცა ოთახში შევალ, ისიც კი ვიცი, კარგად ვგრძნობ ენერგეტიკას და აურას. როცა ტვინით ვწყვეტ რაღაცას, არასდროს გამომდის კარგად, ინტუიციით და გულით როცა ვაკეთებ, ყველაფერი უფრო კარგად გამომდის.

„ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ კიდევ თუ ელით შეთავაზებებს?

მსახიობი ყოველთვის ელის შეთავაზებებს. როცა არ იყო შემოთავაზებები ან უარს ვამბობდი, ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებდი. ოჯახზე უფრო კარგი არაფერი არსებობს, არანაირი კარიერა. ახლა კი მცალია (იღიმის)!..ჩემი ოჯახის ყველა წევრი მეუბნება, ხომ არ ამბობ უარს რამეზეო. რა მენაღვლება ახლა (იცინის)?!.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

[gallery royalslider="1" ids="263783,263784,263785,263786,263788,263789,263790,263791"]
                    [post_title] => თამრიკო დათუაშვილი: „თმის ფერი სპეციალურად „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ შემიცვალეს...“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => tamriko-datuashvili-tmis-feri-specialurad-chemi-colis-daqalebistvis-gadamighebes
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-07-10 11:47:06
                    [post_modified_gmt] => 2018-07-10 07:47:06
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=263779
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

        )

    [post_count] => 3
    [current_post] => -1
    [in_the_loop] => 
    [post] => WP_Post Object
        (
            [ID] => 266154
            [post_author] => 23
            [post_date] => 2018-07-16 15:02:08
            [post_date_gmt] => 2018-07-16 11:02:08
            [post_content] => „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამის წამყვანი, მარიამ ვაშაძე გაბედნიერდა. მან ცხოვრება ვანიკო ბენიძეს დაუკავშირა, რომელთანაც ათწლიანი მეგობრობა აკავშირებდა. ამბობს, რომ ამდენხნიანმა მეგობრობამ სასიყვარულო ურთიერთობა მასთან უფრო გაუადვილა.

წყვილმა ჯვარი დაიწერა და თაფლობის თვის გასატარებლად მალდივებს მიაშურა. ისინი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად სახლში, რომელიც ვანიკომ თავისი გემოვნებით მოაწყო. სწორედ აქ გადაიხადეს მცირე წვეულება ჯვრისწერის აღსანიშნავად, დიდ ქორწილს კი შემოდგომაზე გეგმავენ.

მარიამ ვაშაძემ fortuna.ge--ს ექსკლუზიურად უამბო თავისი სიყვარულის ამბავი.

მარიამ, პირველ რიგში, გილოცავ გაბედნიერებას!.. 

მარიამ ვაშაძე: 

დიდი მადლობა (იღიმის). ჩემს მეუღლეს ათ წელზე მეტია, ვიცნობ. ვიყავით მეგობრები, თავიდან რაღაც იყო, მაგრამ მაშინ პატარები ვიყავით. ისეთი ბავშვი ვიყავი, დიდად არ მაინტერესებდა სასიყვარულო ურთიერთობები. ვანიკო მიხვდა, როგორიც ვიყავი და მოკლედ, დავმეგობრდით (იღიმის). ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, სწორედ მათგან გავიცანი ვანიკო და სულ ვხვდებოდით ერთმანეთს ხან ერთის, ხან მეორის დაბადების დღეზე. რომ გეკითხა ორივესთვის, ვიტყოდით, კი, მეგობრები ვართო. თან, ვანიკო აქ არ იყო წლების განმავლობაში, ხან პარიზში, ხან ნიუ იორკში სწავლობდა. რომ ჩამოდიოდა, წვეულებებს მართავდა და მეც მპატიჟებდა.

ათი წელი ასე გავიდა. წინა წელს ზაფხულში შევხვდით ერთმანეთს ჯაზფესტივალზე და იქ დაიწყო ყველაფერი. მეც მიკვირს. ყველას ვიწუნებდი, ხან იმას, ხან ამას, ჩემი მეგობრები ხუმრობდნენ, შენ ვინ უნდა მოგეწონოს და როდის უნდა გათხოვდეო. იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მეგობარს გავყვებოდი ცოლად. უფრო ალბათ ამხანაგს დავარქმევდი და არა ახლო მეგობარს, ყოველდღიური ურთიერთობა რომ გაქვს, მაგრამ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და ეს ძალიან დამეხმარა.



ერთმანეთის სასიყვარულო ამბები იცოდით?

მე დიდი სიყვარულის ამბები არ მქონია, ვანიკოსაც არ ჰქონია არაფერი სერიოზული.

ახლა როგორი გახდა ვანიკო, მეგობრისგან განსხვავებით?

სხვანაირი ვანიკო გავიცანი, მანაც სხვანაირი მარიამი გაიცნო. ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე, ის ვანიკო არ ხარ, ვისაც ვიცნობდი-მეთქი.

რამდენ ხანში დაქორწინდით?

შვიდ თვეში დავქორწინდით.

როგორ გთხოვა ხელი?

ურთიერთობა იმისკენ მიდიოდა, რომ ქორწინებით დასრულდებოდა. მე არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, რადგან ძალიან ვღელავდი. მთხოვა ხელი ვალენტინობას. კარგად იცის ვანიკომ, რომ სახალხოდ ხელის თხოვნა არ მომეწონებოდა. დიდხანს იფიქრა და ბოლოს ისეთ ადგილას მიმიყვანა, სადაც ბევრი ხალხი არ იყო. მომართვა თაიგული, ვალენტინობას გილოცავო. იქ ბარათი იდო, სადაც ეწერა, გამომყვები თუ არა ცოლადო. პირველი რეაქცია ის იყო, რომ სიცილი ამიტყდა... რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თაიგულშივე იდო ბეჭედიც...

[gallery columns="5" link="file" ids="266204,266200,266201,266202,266203"]

როგორ დაგეგმეთ ულამაზესი ქორწილი?

ეს იყო არა ქორწილი, არამედ ჯვრისწერის წვეულება, რომელიც ძალიან ვიწრო წრეში, მხოლოდ ჩვენი მეგობრებისთვის გადავიხადეთ. რადგან აპრილში გადავწყვიტეთ ჯვრისწერა და მერე საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრება, ვანიკოს არ უნდოდა, რომ ჯვრისწერის მერე პირდაპირ გავფრენილიყავით, ამიტომაც სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, რუფტოპ წვეულება დავგეგმეთ. საბოლოოდ, ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ ყველას ქორწილი ეგონა.  თან, თეთრი კაბაც მეცვა, არ მინდოდა, მაგრამ თაიგულიც ვისროლე (იცინის). მინდოდა, დიდი ქორწილისთვის შემომენახა... არადა, ვგეგმავთ დიდ ქორწილს, სადაც იქნება ნათესაობა, მეგობრები, ვინც არ იყო იქ. შემოდგომაზე გადავიხდით. ბევრი ვინერვიულეთ, რადგან ტერასაზე იყო, ტენტებიც დავდგით, რადგან წვიმდა, მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა.



მთელი სოციალური ქსელი სავსე იყო შენი ფოტოებით. ვინ იმუშავა შენს საქორწინო ლუქზე?

მაკიაჟი გამიკეთა თაკო შენგენმა, თმა გიორგი ელიაძემ, კაბა ეკუთვნოდა ქეთი ჩხიკვაძეს. მინდოდა სადა კაბა ყოფილიყო და ზუსტად ისეთი გამოვიდა ყველაფერი, როგორც მინდოდა. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო. ფოტოები რომ გავრცელდა, ყველა მეკითხებოდა, თმა, მაკიაჟი სად გაიკეთეო. ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა, ჭალომ გადამიღო...

თაფლობის თვის ფოტოებიც ვნახეთ...

მალდივებზე გავატარეთ თაფლობის თვე. ულამაზესი ადგილია. ფოტოები კი სპონტანურად გადავიღეთ. ორნი ვიყავით და ერთმანეთს ასეთ კარგ ფოტოებს ვერ გადავუღებდით, არც სელფი იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი, სასტუმრომ შემოგვთავაზა ფოტოგრაფი, რომელმაც ფანტასტიკური ფოტოსესია გადაგვიღო. ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ლამაზი ფოტოები დაგვრჩა. იქიდან დუბაიში გავემგზავრეთ, მალდივებზე კი ათი დღე გავატარეთ.



ერთმანეთის ოჯახის წევრებს, ალბათ, კარგად იცნობთ?

ვანიკოსთან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ძალიან მიყვარს მისი ოჯახის წევრები, ამანაც ძალიან იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე. არ გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება.

ვანიკოს დამ, ანიმ დაწერა, რომ მისმა ძმამ საუკეთესო არჩევანი გააკეთა... 

ძალიან მიყვარს ანი... ყველანი ბედნიერები ვართ ამ გადაწყვეტილებით, ჩემს ოჯახსაც ყოველთვის ძალიან მოსწონდა ვანიკო. ვანიკოს სულ ამაზე ვეხუმრებოდი, რა კარგია, ოჯახი რომ არ მყავს გასაცნობი-მეთქი. მაინც დაძაბული ხარ, როცა მშობლებს ხვდები (იღიმის).



მარტო ცხოვრობთ?

კი, ერთად გადავედით საცხოვრებლად. სახლი უკვე იყო მოწყობილი. ვანიკომ მოაწყო, რაღაცებს მეკითხებოდა ხოლმე, მანახებდა. ძირითადად, თავად იღებდა გადაწყვეტილებებს, დიზაინი მშობლებთან ერთად თავად მოფიქრა. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი (იღიმის).

ცოლ-ქმრობის ეტაპი როგორია?

საერთოდ არ გამჭირვებია, ძალიან მარტივად მიდის. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მხოლოდ ჩემს თავზე აღარ ვარ დამოკიდებული, მაგრამ ვანიკო ძალიან უპრობლემო ადამიანია, კარგად შევეგუეთ ერთმანეთს.

შენი აქტიური სამსახური მოსწონს?

არანაირი პრობლემა არ აქვს. ვერ გავყვებოდი ისეთ ადამიანს, რომელიც არ მიმიღებდა ისეთს, როგორიც ვარ. არ ავირჩევდი მას, ვისაც ჩემს პროფესიასთან პრობლემა ექნებოდა.

არც ეჭვიანია?

არა, მეც არ ვაძლევ საბაბს, ზომიერების ფარგლებშია ეჭვიანი. უაზროდ ეჭვიან ადამიანთან ვერ ვიცხოვრებდი, თორემ რაღაც დოზით ყველაშია ეჭვიანობა. მე ბუნებით ცოტა ვარ ეჭვიანი, მაგრამ ვანიკოც არ მაძლევს საბაბს, ჯერჯერობით (იცინის)...

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“ თბილისი



ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

[gallery
royalslider="1" ids="266179,266174,266177,266176,266178,266173,266175,266180,266181"]
            [post_title] => მარიამ ვაშაძე ცოლად მეგობარს გაჰყვა - „ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ, შენ ვინ უნდა მოგეწონოსო...“
            [post_excerpt] => 
            [post_status] => publish
            [comment_status] => closed
            [ping_status] => closed
            [post_password] => 
            [post_name] => mariam-vashadze-colad-megobars-gahyva-chemi-megobrebi-mekhumrebodnen-shen-vin-unda-mogewonoso
            [to_ping] => 
            [pinged] => 
            [post_modified] => 2018-07-16 15:32:06
            [post_modified_gmt] => 2018-07-16 11:32:06
            [post_content_filtered] => 
            [post_parent] => 0
            [guid] => http://fortuna.ge/?p=266154
            [menu_order] => 0
            [post_type] => post
            [post_mime_type] => 
            [comment_count] => 0
            [filter] => raw
        )

    [comment_count] => 0
    [current_comment] => -1
    [found_posts] => 167
    [max_num_pages] => 56
    [max_num_comment_pages] => 0
    [is_single] => 
    [is_preview] => 
    [is_page] => 
    [is_archive] => 1
    [is_date] => 
    [is_year] => 
    [is_month] => 
    [is_day] => 
    [is_time] => 
    [is_author] => 
    [is_category] => 
    [is_tag] => 1
    [is_tax] => 
    [is_search] => 
    [is_feed] => 
    [is_comment_feed] => 
    [is_trackback] => 
    [is_home] => 
    [is_404] => 
    [is_embed] => 
    [is_paged] => 
    [is_admin] => 
    [is_attachment] => 
    [is_singular] => 
    [is_robots] => 
    [is_posts_page] => 
    [is_post_type_archive] => 
    [query_vars_hash:WP_Query:private] => 53ba3356222b8fe007bbb7c0cb24c708
    [query_vars_changed:WP_Query:private] => 
    [thumbnails_cached] => 
    [stopwords:WP_Query:private] => 
    [compat_fields:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => query_vars_hash
            [1] => query_vars_changed
        )

    [compat_methods:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => init_query_flags
            [1] => parse_tax_query
        )

)

მსგავსი სიახლეები