LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „ეს ხუთი წელი ნამდვილად არ მომენატრება…“

90

პრეზიდენტის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ თათია შარანგიას გადაცემაში ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, პროფესიის არჩევაზე, საკუთარი ხასიათის შტრიხებზე. რასაკვირველია, გააკეთა კომენტარი იმაზეც, თუ როგორ ხვდება გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას და ასევე ჭორებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მათი ოჯახის და პრეზიდენტის გარშემო ტრიალებდა…

მაკა ჩიჩუა:

„ვერაფერს აკონტროლებ ცხოვრებაში საკუთარი თავის გარდა. როცა ასეთი პერსონა ხარ, რომ ყველას თვალი და ყური შენკენ არის მომართული, იქ ბუნებრივია, არის კრიტიკაც, შეიძლება, კრიტიკაზე მეტიც, – ლანძღვა, ვისაც როგორ შეუძლია… არ მახსოვს, რომ როცა გიორგი ოპოზიციაში იყო, მისთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანი გაელანძღა. ეს არის კორექტულობის და კულტურის საკითხი და არა იმიტომ, რომ მას ემოცია არ აქვს ან ზევიდან იყურება… მართლა ვიცი ის პროგრამაც და პირველი ნაბიჯებიც, რაც გვინდოდა გადაგვედგა ქვეყანასთან მიმართებაში. რატომღაც ეს ყველაფერი ამოტრიალდა და სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა და ამაზე მწყდება გული. ეს ხუთი წელი, რაც მახსოვს, იყო ჩემი ლანძღვაც, ეს არ არის მაინცდამაინც გასაკვირი. მე ჩემი ქვეყანა მედარდება… რომელიც სულ ელოდება, რომ რაღაც უკეთესობა იქნება.

როგორ ფიქრობთ, ამ ხუთლიანი პერიოდის მერე დაისვენებთ თუ მოგენატრებათ?

არა, ეს პერიოდი არ მომენატრება ნამდვილად. ისედაც ცხოვრებაში არაფერი მენატრება. ყოველთვის მაინტერესებს, მერე რა იქნება. ყოველთვის კარგად გამახსენდება ის, რაც კარგი იყო და დავივიწყებ იმას, რაც ცუდი იყ (იღიმის).

არჩევნებზე ვის მისცემთ ხმას?

ჯერ არ ვიცი… ძალიან რთულია. ვიღაცას ხომ უნდა მისცე ხმა? ჩემი მოქალაქეობრივი ვალიად ა ყველას მოვუწოდებ, მივიდნენ არჩევნებზე დადააფიქსირონ საკუთარი ხმა. ვერ წარმომიდგენია, ვინ შეიძლება იყოს ჩემი ფავორიტი. აი, დათო უსუფაშვილი მახსენდება… და თუ კიდევ ვინმე გამოჩნდა… რთული გამოცდის წინაშე ვდგავართ ისევ. რა არის, იცით? პრეზიდენტს დღეს იმდენად შეზღუდული აქვს უფლებები, სიმბოლურ პერსონად დატოვეს. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლო ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქვეყნის გარეთ შენს ოჯახთან ერთად მიდიხარ, ბუნებრივია, უნდა დაიმსახურო სიმპათია როგორც შენიგ არეგნობით, ასევე შინაგანი და გონებრივი მონაცემებით. მე ვანხე და ვიცი, როგორ გიყურებენ და რა შეფასებები აქვს ქვეყნის პირველ პირს და მთავარსარდალს. მე მაინც ვისურვებდი, რომ პრეზიდენტობა ასე დაკნინებულად არ მისულიყო აქამდე. შეიძლება, გახდე საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ ეს პრეზიდენტის დაკნინების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თუ სიმბოლოა, მას ნებისმიერ ქვეყანაში ეთაყვანებიან. აჰყავთ უმაღლეს დონეზე. როგორ შეიძლება, სიმბოლო გა,ოაძევო სიადანღაც? სასახლეზე იყო კიდევ ლაპარაკი. თუ სიმბოლოა, იმ სასახლეში დატოვე შენი მომავალი პრეზიდენტი. აღარ იქნება გიორგი, თუ არ გინდოდა, რომ გიორგი ყოფილიყო, თანაც, იმ სასახლეში მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე მიდიოდა. ხომ აშენდა? რატომ გინდა, რომ ჩააქვავო და სიბნელეში მოაქციო?!.იქ ეზოა, სადაც ორკესტრი დგება… ცერემონიას გააკეთებ, რასაც მეორე სასახლეში ვერასდროს მოახერხებ. ის სასახლე რომ ააშენეს, ძალიან ბევრმა პროფესიონალმა იმუშავა. ეს არ არის რეზიდენცია, რადგან იქ ოჯახი ვერ იცხოვრებს. მეოთხე სართულზე არის ერთი მოსასვენებელი ოთახი. ერთადერთი ოთახია შხაპით.

გადაწყვეტილი თუ გაქვთ, რა იქნება თქვენი ცხოვრების შემდეგი ეტაპი?

ჯერჯერობით ბავშვებზე ვარ ორიენტირებული. ცოტა რომ წამოიზრდებიან, მინდა, რომ სულ ამით შეზღუდული არ ვიყო. მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო და წინ გავიდე. ყველა შემთხვევაში მინდა, ვიმუშაო, ვხატო და ამას ძალიან დიდი ენერგია და დრო სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები