LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან აქციაზე მივიდა

94

მთავარ პროკურატურასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სოლიდარობის ნიშნად ქვეყნის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა შეუერთდა. აქცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.

“მე დუშეთიდან ჩამოვედი, დავტოვე ჩემი ორი პატარა და ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. მე ჩემს მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. მე ვხედავ, რომ ადამიანი, რომელსაც შვილი ასე ტრაგიკულად მოუკლეს, არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მას აქვს ძალიან ბევრი კითხვა, ასევე, აქვს ეჭვები, რაზეც პასუხი ძალიან უცნაური და ცინიკურია, მე რასაც გვერდიდან ვუყურებ. რა თქმა უნდა, მე არ ვარ პროფესიონალი, არ ვარ საქმის პროკურორი და საერთოდ, ამ სფეროდან ძალიან შორს ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ეს უსამართლობის განცდა ეუფლება ყველას, ასე რომ, ვფიქრობ, ეს ამბავი აუცილებლად უნდა გაირკვეს, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს მშვიდად, წყნარად და უშფოთველად იმ გარემოში, რასაც ჩვენ ვუქმნით ჩვენს შვილებს,” – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

შეგახსენებთ, რომ 19 საათისთვის მთავარ პორკურატურასთან კიდევ უფრო მეტ ხალხს ელიან.

პოპულალურები