მაკა ჩიჩუა: „სადამდეც გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, გააჩინეთ ბავშვები!.. “

130

როგორია 40 წლის შემდეგ ცხოვრება, ამის შესახებ სასუბროდ „სხვა შუადღემ“ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, მაკა ჩიჩუა მიიწვია. როგორც მან ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, გარდატეხები ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელია განსავითარებლად და ყველა ასაკში შეიძლება დილით გაღვიძება გიხაროდეს…

მაკა ჩიჩუა:

ვფიქრობ, რომ დროსა და სივრცეში ასაკი არ არსებობს, ცოტა ფილოსოფიისკენ წავალ, თუკი დილის გათენება გიხარია, მაშინ ასეც იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს დარდი და გაჭირვება გადასატანი, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ჩვეულებრივი, რაც ადამიანმა უნდა განიცადოს და გადაიტანოს, რომ გაიზარდოს. ამის მერე რომ თქვას, აი, თურმე ეს რა ყოფილაო, მუდმივად გადაფასებები ხდება. ეს გარდატეხები აუცილებელია იმისთვის, რომ განვითარდე და იყო საინტერესო, გქონდეს იმის შეგრძნება, რომ კიდევ რაღაც ახალი იწყება. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაც არსებობს, რაზეც დღეს არ ვილაპარაკებთ. ყველამ შეიძლება გამოსცადოს მხიარულება, ბედნიერება, ეს არის ცხოვრება, ბუნებრივი გასავლელი გზა. ყველას ვუსურვებ, რომ მონოტონურად და ერთფეროვნად არავინ იცხოვროს, რადგან არაფერი ექნება გასახსენებელი, არც მტკივნეული… აქედან გამომდინარე იწყება შენი ყველა ახალი ეტაპი. რ

ომ ვიღვიძებ, თუკი ცუდ ხასიათზე ვარ, ვცდილობ, სხვადასხვა რაღაცით გამოვიკეთო ხასიათი, და ამის მონახვა ყოველთვის შეიძლება, თუკი რაღაც ისეთი არ ხდება… ასე რომ, გააჩინეთ ბავშვები. ამას ვამბობ იმის მიუხედავად, რომ საგრიმიოროში ვწუწუნებდი, რომ ძალიან რთულია. რთულია, როცა პატარა ტირის, შენ გეძინება, უნდა წამოდგე ღამე, აჭამო სამ საათში ერთხელ. ეს ყველა ასაკში რთულია, ღამით ყველა ადამიანს ეძინება… მაგრამ პატარა იმდენად დიდ ენერგიას გაძლევს, პარალელურ რეჟიმში, ყველა ასაკში, სადამდეც გაქვს შანსი, რომ შვილი გააჩინო და ამისი სურვილიც, უნდა გაამრავლო შენი ჯიში და ქართველი ერი…

ვფიქრობ, ყველა ადამიანს შეუძლია, ყველა ასაკში იყოს ბედნიერი და ახალგაზრდა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები