LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგიმ სამართალდამცავ ორგანოებს წყევლა შემოუთვალა – პროკურორი

73

დეკანოზი გიორგი მამალაძემ ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამართალდამცველ ორგანოებს წყევლა შემოუთვალა, ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომელიც დღეს დეკანოზის დასაკითხად იმყოფებოდა.

მისი თქმით, დაკითხვა კვლავ არ შედგა, რადგან მამა გიორგის კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს.

„იგი ვერ სცემს პასუხებს ჩვენს კრიტიკულ შეკითხვებს და უარი თქვა ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემაზე. ადვოკატების საუბარი, თითქოს ჩვენ ვაჭიანურებდით პროცესს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არის სიცრუე, რადგან უკვე მერამდენედ გამოვცხადდით, თუმცა დაკითხვა არ შედგა,“ – განაცხადა წიკლაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები