LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შევქმნით – მიხეილ ჩხენკელი

39

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, განცხადებით, პროფესიული განვითარების მოტივაციის ამაღლების მიზნით 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი.

ამის შესახებ მინისტრმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბიუროკრატიულ პროცედურება რადგან მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ.

განათლების პროცესში უმთავრეს როლს პედაგოგი ასრულებს, მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შევქმნით, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

ამავდროულად უწყვეტ რეჟიმში და კომპლექსურად განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი. დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმები, რომელთა მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება,“- განაცხადა ჩხენკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები