LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედაგოგების პროტესტი განათლების სამინისტროსთან, მე-3 დღეა გრძელდება: „ფიზიკურად კარგად ვარ, მაგრამ სულიერად ცუდად“ – მაია ეკალაძე 

190
Untitled design (84)

საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეების პროტესტი თბილისში, განათლების სამინისტროსთან მე-3 დღეა გრძელდება.

სამი დღეა, მაია ეკალაძე, პროტესტს შიმშილობის ფორმით გამოხატავს. ამასთან, აქციის მონაწილეებს უწყების წინ გაშლილი აქვთ კარავი, სადაც ღამეს ათევენ.

„ფიზიკურად კარგად ვარ, მაგრამ სულიერად, რა თქმა უნდა, ცუდად.. ასევე, ძალიან უჩვეულო მდგომარეობაში. ამდენი ხანი ქუჩაში არასოდეს ვყოფილვარ, მოთხოვნა ისევ ის არის – სამართლიანობის აღდგენა.

სახალხო დამცველი უნდა იყოს აქ, როგორი პრეცედენტია, სკოლიდან გამოხვედი და დგახარ სამინისტროს შენობის წინ, იმ სფეროს ხელმძღვანელს სთხოვ პასუხს, რომელ სფეროშიც შენ თვითონ მუშაობ, ეს პრობლემა არ არის? მოთხოვნისაც მრცხვენია უკვე, როგორ უნდა ითხოვდე ამას და როგორ თვითონ არ უნდა ინტერესდებოდნენ ამით, რომ მოვიდნენ აქ და გარკვიონ რა ხდება. მით უმეტეს, მივმართეთ კიდეც სახალხო დამცველს და ვთხოვეთ, რომ საქმეში ჩართულიყო. სამწუხაროდ, არანაირი უკუკავშირი არ ყოფილა მისგან“, – განაცხადა მაია ეკალაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

  • პედაგოგები ითხოვენ დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნას და იანვრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებას.
  • აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ადგილზე მივიდეს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და გაეცნოს მათ პრობლემას.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები