LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მჭედლიძეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს: ლევანი იტალიაში რუსული „პრავით“ დადიოდა

144

ლევან მჭედლიძე მანქანისა და მართვის მოწმობის გარეშე დარჩა. Iltirreno.gelocal.it-ის ინფორმაციით, „ემპოლის“ ქართველი თავდამსხმელი მანქანით მოძრაობდა, როდესაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა და საბუთების წარდგენა სთხოვა.

ლევანს რუსეთში აღებული მართვის მოწმობა და საქართველოში გაფორმებული ავტომანქანა (Range Rover sport) აღმოაჩნდა. იტალიაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, 2006 წლიდან მძღოლი ვალდებულია იტალიის მართვის მოწმობა ჰქონდეს.

ლევანს, გარდა იმისა, რომ მანქანა და მართვის მოწმობა ჩამოართვეს, ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწია. როგორც ცნობილი ხდება, მას დაკარგულის დაბრუნება გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლება.

მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია და მკურნალობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები